მსოფლიო

ტრამპმა წლიური ხელფასიდან 100 000 დოლარი ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტს გადაურიცხა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ კვარტალში მისი კუთვნილი წლიური ხელფასიდან „კოვიდ-19“-ის პრევენციისა და მკურნალობის ახალ მეთოდებზე მუშაობისთვის ჯანდაცვის დეპარტამენტს გადაურიცხავს. ტრამპის გადაწყვეტილების შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეილი მაკენან​მა განაცხადა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„ეს არის 100 000 დოლარის ოდენობის ჩეკი, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ აიღებს და სამაგიეროდ, ის რამდენიმე კეთილშობილურ ინიციატივაზე გადანაწილდება, მათ შორის „კოვიდის“ ინიციატივებზე“, – განაცხადა პრესმდივანმა.
დონალდ ტრამპი საკუთარ ხელფასს, როგორც წესი, სხვადასხვა სამთავრობო სააგენტოსა და დეპარტამენტს უზიარებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close