საზოგადოება

„სოციალურ ქსელში გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებიც რუსთველსა და გალაკტიონს აუგად იხსენიებენ“

ფილოლოგი, სკოლა “ლოგოსის” დამფუძნებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი გია მურღულია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის წერილს აქვეყნებს:

„სოციალურ ქსელში გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებიც რუსთველსა და გალაკტიონს აუგად იხსენიებენ და კითხვას სვამენ: რა არის მათში კარგი, განა ისინი ძალიან ცუდები არ არიანო?

როგორც კი დასაბუთებას დაიწყებ, რატომ არიან ისინი მნიშვნელოვანნი და კარგები, იმწუთას ბითურად არის საქმე. არა, გაბრაზებად ეს ამბავი არ ღირს. პასუხი მარტივია:

ისინი მათი უარმყოფელებისთვისაც ტოვებენ ადგილს სამყაროში, რომელიც სიცარიელეს ვერ იტანს – რუსთველი და გალაკტიონი არაფრობასაც დროს აძლევენ მცირედის მისახვედრად მაინც.

და თუ მაინც ვერაფერს მიხვდებით, ეს ორი (მსგავსი კიდევ 2-3 გვყავს) ილოცებს, რომ მარადისობის ბედნიერებას ეზიაროთ, რათა რაც წუთისოფელში გულმა და გონებამ დაგაკლოთ, დრომ მაინც აგინაზღაუროთ, რომელიც, ხანდახან მაინც, ყველაფერს შველის.

თქვენ ისინი უფლებას გაძლევენ, მათი პოეზია არ მოგწონდეთ.

უბრალოდ, ჩვენ გვიკრძალავენ – ამას ზედმეტი ყურადღება მივაქციოთ.

რუსთველი და გალაკტიონი გვეუბნებიან, რომ თქვენ ძალიან კარგი ადამიანები ხართ – ღმერთის ცოტა დაბნეული შვილები.

არ ღირს საკუთარი თავის პრობლემური წარმოჩენისთვის “საზღვარგარეთ” წასვლა.

გინებისა და კატეგორიული უარყოფის სამყაროსაც თავისი საზღვრები აქვს.

ამის შემდეგ “საბრალოთა” მიწები იწყება“  წერს გია მურღულია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close