Sliderსაზოგადოება

საჩხერის შემდეგ თბილისში – გამოჯანმრთელებულ პირს კორონავირუსი მეორედ დაუფიქსირდა

კორონავირუსზე ტესტის დადებითი პასუხის მიღების კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტის შემთხვევაში.

როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკის ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა, აღნიშნული პაციენტი ორი კვირის წინ, ტესტზე ზედიზედ ორი უარყოფითი პასუხის შემდეგ გაწერეს და პროტოკოლის თანახმად, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

გოგინავას ინფორმაციით, სწორედ თვითიზოლაციაში ყოფნისას გაკეთებული ტესტი აღმოჩნდა დადებითი. თუმცა, ინფექციონისტის განმარტებით, საქმე რეინფიცირებასთან არ გვაქვს და კოვიდინფექციას მსგავსი „ქცევა” ახასიათებს. კერძოდ, სპეციალისტი აღნიშნავს, რომ კლინიკური სიმპტომების გაქრობისა და „პისიარ“ ტესტირების უარყოფითი პასუხების შემდეგ, ვირუსი შესაძლოა დარჩეს მაგალითად საჭმლის მომნელებელ სისტემაში და მკურნალობის დასრულების შემდეგ გაკეთებულ ტესტში სწორედ ეს, არაცოცხალი ვირუსი დაფიქსირდეს.

ალექსანდრე გოგინავას თქმით, ამ პერიოდში პაციენტი გადამდები არაა და გარშემომყოფთათვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს. ექიმი განმარტავს, რომ თბილისის ინფექციური კლინიკისთვის ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ფაქტი საჩხერეშიც დაფიქსირდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close