საზოგადოება

საქართველოში კოვიდინფიცირების 45 707 შესაძლო შემთხვევაა გამოკვლეული

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 45 707 შესაძლო შემთხვევაა გამოკვლეული, საიდანაც დადასტურებულია 723 შემთხვევა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეისთვის აქტიური შემთხვევების რიცხვი 216-ია, 495 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა, რაც 68%-ს შეადგენს.

„დღეს დილით ჩვენ გვაქვს 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა.ერთი უკავშირდება თეთრიწყაროს კლასტერს. ჩვენთან ყველაზე დაზარალებული რეგიონი ქვემო ქართლია. კერძოდ სამი მუნიციპალიტეტი. ესენია: ბოლნისი, მარნეული და თეთრიწყარო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close