სამართალი

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დაკავეს

სამართალდამცველებმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავეს.

როგორც იმედინიუსს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.

დავით ცინარიძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან 2015 წელს გაათავისუფლეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close