რეგიონები

სამეგრელო-ზემო სვანეთი პერიფერიული საზღვაო რეგიონების კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა

სამეგრელო-ზემო სვანეთი პერიფერიული საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) სრულუფლებიანი წევრი გახდა. ორგანიზაცია როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ 24 ქვეყნის 150 რეგიონს აერთიანებს. ორგანიზაციის წევრი რეგიონები საზღვაო საქმიანობის, სავაჭრო ურთიერთობების, ენერგეტიკის, ტურიზმის, კლიმატის ცვლილებების სფეროებში თანამშრომლობენ.

CPMR არის ევროპული ინსტიტუტების პარტნიორი და ეხმარება რეგიონებს პროექტების შემუშავებასა და საჭიროების შემთხვევაში ევროკავშირის დაფინანსების მოპოვებაში. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის წარმომადგენლები სპეციალურ სამუშაო ჯგუფებში გაწევრიანდებიან, რომელიც ორგანიზაციის სხვადასხვა მიმართულებაზე მუშაობენ.

ორგანიზაციის წევრები არიან: საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, ნიდერლანდების, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის და სხვა ქვეყნების საზღვაო რეგიონები. ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ,,შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან“, ,,შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრთან“ და ,,საზღვაო ინსტიტუტების შავი ზღვის ასოციაციასთან“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close