მსოფლიო

რუსული მედია – კადიროვის მდგომარეობა დამძიმდა

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, ექიმებმა კორონავირუსი დაუდგინეს, მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

ექიმების ვარაუდით, კადიროვი დაახლოებით, ორი ან სამი კვირის წინ დაინფიცირდა. თავიდან ფიქრობდა, რომ ჩვეულებრივი რესპირატორული დაავადება ჰქონდა, თუმცა მისი მდგომარეობა მალე  დამძიმდა. წყაროს ინფორმაციით, კადიროვი ფილტვების დაზიანებით მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს.

რამზან კადიროვის ჰოსპიტალიზაციის შესახებ გუშინ, 21 მაისს გახდა ცნობილი, თუმცა ჩეჩნეთის ლიდერის პრეს-სამსახური ამ დრომდე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ რამზან კადიროვამდე კორონავირუსი დაუდგინდა რუსეთის პრემიერ-მინისტრს დიმიტრი მიშუსტინს, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანს დიმიტრი პესკოვს, რამდენიმე მინისტრს, გუბერნატორს და დუმის დეპუტატს.

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close