მსოფლიო

რადას დეპუტატმა სავარაუდოდ, თავი მოიკლა – ზორიან შკირიაკი

უმაღლესი რადას დეპუტატი ვალერი დავიდენკო კიევში, სადეპუტატო ოფისში, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას მედიასთან უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშენკო ადასტურებს. უკრაინული მედიის ცნობით, დავიდენკოს ცეხლასროლი იარაღიდან ჰქონდა ნასროლი.

წინასწარი ვერსიით, დავიდენკოს გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება – ამის შესახებ ფეისბუქში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ზორიან შკირიაკმა დაწერა.

მანვე აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე ამჟამად კიევის პოლიციის საგამოძიებოოპერატოული ჯგუფი მუშაობს. ადგილზე იმყოფება პიოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი ანდრეი კრიშენკო.

სამართალდამცველები მუშაობენ ყველა შესაძლო ვერსიაზე – სუიციდი, მკვლელობდა და მკვლელობის ინსცენირება.

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close