პოლიტიკა

პოლიტიკურმა მასკარადმა რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე

გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი პოლიტიკური ფრონტი, რაღაცა პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რაც საჭიროა.

„ჩვენ აგერ გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური ფრონტი, რაღაცა პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ერთმნიშვნელოვნად მინდა, ყველამ იცოდეს, ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ვერავინ  ვერ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა, რათა მთავრობამ და ხელისუფლებამ იზრუნოს პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაზე“,- აღნიშნა გახარიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close