მსოფლიო

ნიუ იორკში, შვილმა, მამა Zoom-ში ვიდეო კონფერენციის მიმდინარეობისას მოკლა

ნიუ იორკში, შვილმა, მამა Zoom-ში ვიდეო კონფერენციის მიმდინარეობისას მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას Skynews-ი ავრცელებს.
კონფერენციას დაახლოებით 20 ადამიანი ესწრებოდა. 72 წლის დუაიტ პაუერსი ვიდეოკონფერენციის დროს, ლონგ აილენდში, ნიუ-იორკში თავის სახლში იმყოფებოდა, როცა მისი 32 წლის შვილი ტომასი მას თავს დაესხა.
საქფოლკის პოლიციის განცხადებით, მათ რამდენიმე ზარი Zoom-ში ჩართული სხვა ადამიანებისგან მიიღეს.
შვილი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, ფანჯრიდან გადახტა და დაშავდა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება ერთ საათში მოახერხა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close