სამართალი

მკვლელობა შურისიების გამო? – ჩოხატაურში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

ჩოხატაურში, სოფელ გუთურში 26 წლის ავთო კალანდაძე სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს. როგორც რუსთავი2 იუწყება, თოფიდან 2 ტყვიაა ნასროლი. დამნაშავემ გარდაცვლილს ოჯახს მოგვიანებით დაურეკა და უთხრა რომ შური იძია. ერთ-ერთი ვერსიით ჩადენილი დანაშაული ვალს უკავშირდება.
 გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ბიჭი მეზობელმა საკუთარ ეზოში იპოვა.

მოკლული ავთო კალანდაძე თბილისში  საქართველოს ბანკში მუშაობდა. კორონავირუსის გამო ის თვე-ნახევრით სოფელში იყო წასული. როგორც ცნობილია დამნაშავე, სავარაუდოდ უკვე  დაკავებულია, ის ბაღდათის მუნიცპლაიტეტში ცხოვრობს. დამნაშავე გვიან ღამით მივიდა ავთო კალანდაძის სახლში, და ცეცლხლი გახსნა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დამნაშავემ გარდაცვლილი ოჯახს განუცხადა რომ მან საბოლოოდ ოჯახზე შური იძია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

rustavi2.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close