Sliderსაზოგადოება

“მეორე ტალღაზე ზუსტ პროგნოზირებას ვერავინ გააკეთებს, გარდა ღმერთისა”

ბევრი მოსაზრებაა კორონავირუსის მეორე, მესამე და მესამე ტალღაზე. დღეს ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ანდრეა ამონმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მოსალოდნელია ევროპაში იყოს მეორე, მესამე, მეოთხე ტალღაც, თუმცა ამის ზუსტ პროგნოზირებას ვერავინ გააკეთებს, გარდა ღმერთისა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთონ ჯანდაცვის სექტორმა და მთლიანად ქვეყნებმა არის ის, რომ უნდა მოვემზადოთ.

„მზადყოფნის რეჟიმი კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე იყო პირველი ტალღის დროს, რათა ჩვენ უფრო ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ, თუ იქნება მეორე და მესამე ტალღა“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close