Sliderპოლიტიკა

კობახიძე: მეტი უგულავა, ბოკერია, ოქრუაშვილი “ქართული ოცნების” წარმატების საწინდარია

ჩვენ მივესალმებით რაც შეიძლება მეტ მერაბიშვილ მაჟორიტარს, მეტ უგულავა, ოქრუაშვილ და ბოკერია მაჟორიტარს. რაც მეტი იქნება ასეთი მაჟორიტარი, მით უფრო წარმატებული იქნება „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძე, „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ 30-ვე ოლქში დამაჯერებლად მოუგებს ოპოზიციას.
„თუ ოპოზიციური სპექტრი საერთო კანდიდატზე შეთანხმდა, ასეთ შემთხვევაში გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ 30-ვე ოლქში, პირველივე ტურში მოვიგებთ მაჟორიტარულ არჩევნებს, თუმცა როგორ სცენარზეც უნდა შეთანხმდნენ ისინი, ყველა შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ 30-ვე ოლქში დამაჯერებლად მოიგებს მაჟორიტარულ არჩევნებს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საზოგადოების მხრიდან ოპოზიციის მხარდაჭერა იმდენაც მცირეა, რომ ეს იწვევს ისტერიულ განწყობებს ოპოზიციაში. მისივე განმარტებით, ამის შედეგია ის შიდა არეულობაც, რაც ოპოზიციაში შეინიშნება.
„ადამიანები, რომლებსაც ისინი პოლიტპატიმრებს უწოდებდნენ, ახლა ზოგი გარიყეს, ზოგი საერთოდ დაავიწყდათ, მაგალითად ახალაია. სამ პოლიტპატიმარზე საუბრობდნენ და აღმოჩნდა, რომ ახალაია აღარ არის პოლიტპატიმარი, თუმცა 7 წელი ითვლებოდა ის მათი მხრიდან პოლიტპატიმრად. ოპოზიცია აბსოლუტურად აჭრილია და რაღაცნაირად უჭირს იმ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა, რომელიც მათ აქვთ. იმდენად მცირეა საზოგადოების მხრიდან მათი მხარდაჭერა, რომ ეს იწვევს ისტერიულ განწყობებს ოპოზიციაში და ამის შედეგია ის შიდა არეულობაც, რაც ოპოზიციაში შეინიშნება. როდესაც ოქრუაშვლი, უგულავა თუ ბოკერია მერაბიშვილს ედავება იმას, რომ ის უფრო გარყვნილი იყო, ვიდრე თვითონ, მინდა ყველას შევახსენო, რომ მათი გარყვნილების ხარისხი იყო აბსოლუტურად ერთი და იგივე. ისინი წარმოადგენდნენ ერთი და იგივე გარყვნილ და კორუმპირებულ მმართველობის სისტემას, რომელიც სააკაშვილის ხელმძღვანელობით დამკვიდრდა. შიდა კინკლაობა იმ მძიმე მდგომარეობის გამოძახილია, რაც ოპოზიციაშია შექმნილი და ვიზუალურად ეს კარგად ჩანს ლეიბორისტული პარტიის ოფისში“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close