მსოფლიო

იაპონიის ერთ-ერთ სკოლაში დიპლომები რობოტების დახმარებით გასცეს

გაზაფხულის გამოსაშვები ცერემონია იაპონიაში კორონავირუსის გამო გაუქმდა, თუმცა reuters-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი სკოლის სტუდენტებმა შეძლეს, რომ დიპლომების გადაცემას დისტანციურად, სახლიდან დასწრებოდნენ.
მოძრავ რობოტებს პლანშეტები ჰქონდათ მიმაგრებული, რომელზეც კურსდამთავრებულების გამოსახულება ჩანდა.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტები რობოტებს სახლიდან გაუსვლელად, ლეპტოპების საშუალებით აკონტროლებდნენ.
ერთი მეორის მიყოლებით, რობოტები სცენაზე გადიოდნენ და დამსახურებულ დიპლომებს იღებდნენ, ხოლო სკოლის თანამშრომლები კი ტაშს უკრავდნენ და ამ წარმატებას ულოცავდნენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close