პოლიტიკა

“თუ ჩვენ კიდევ დაგვჭირდება, შევიკრიბებით და ამ ვადასაც გავაგრძელებთ”

63-დღიანი საგანგებო მდგომარეობა დასრულდა და სიმძიმის ცენტრი კიდევ უფრო მეტად გადადის მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე. პირველ რიგში, მადლობა გადავუხადოთ ყველა მოქალაქეს, რომელიც გვერდით დაუდგა ერთმანეთს, თავის ოჯახს და სახელწმიფოს ბრძოლაში, რომელშიც საქართველო წარმატების კუნძულად იქცა, – ამის შესახებ „ქრონიკას“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
„ახლა მოსახლეობაზე უფრო ბევრი რამ არის დამოკიდებული. აქამდე ხელისუფლებას ჰქონდა იმის საშუალება, რომ უფრო მკაცრი რეგულაციების პირობებში, გარკვეული სახელმწიფოებრივი იძულების მექანიზმების საშუალებით გაეკონტროლებინა სიტუაცია. როდესაც მოგვეცა იმის საშუალება, რომ საგანგებო მდგომარეობა მოგვეხსნა, მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, თუმცა შედარებით მსუბუქი შეზღუდვების ფონზე ბევრი რამ დამოკიდებულია საზოგადოებაზე – როგორ ვისწავლით თანაცხოვრებას კორონავირუსთან. თუ ჩვენ მივუშვით სიტუაცია და შევწყვიტეთ რეკომენდაციების გათვალისწინება, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესდება და ჩვენ ასეთი შეცდომა არ უნდა დავუშვათ. 63-დღიანი საგანგებო მდგომარეობა დასრულდა და სიმძიმის ცენტრი კიდევ უფრო მეტად გადადის მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე. პირველ რიგში, მადლობა გადავუხადოთ ყველა მოქალაქეს, რომელიც გვერდით დაუდგა ერთმანეთს, თავის ოჯახს და სახელწმიფოს ბრძოლაში, რომელშიც საქართველო წარმატების კუნძულად იქცა. ჩვენ შეგვიძლია კარგად გავიაროთ მეორე ეტაპი, მოქალაქეების მხარდაჭერით და სწორი მენეჯმენტით ამას გავუმკლავდებით“, – განაცხადა მდინარაძემ.
მან ასევე ისაუბრა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე და იმაზე, რომ ოპოზიცია კანონმდებლობაში კონკრეტული ვადის ჩაწერას ითხოვდა.
„ვადა ისედაც იყო გაწერილი – ეს არის პანდემიის დასრულება, რაც ჩვენზე არაა დამოკიდებული. თუმცა იყო გარკვეული შიში, ამიტომ კონკრეტული ვადაც მივუთითეთ. ამავე დროს, თუ ჩვენ კიდევ დაგვჭირდება, შევიკრიბებით და ამ ვადასაც გავაგრძელებთ. გარდა ამისა, თუ სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა და საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე მიღებული გვექნება, შესაძლებლობა გვექნება, საგანგებო მდგომარეობა ისევ გამოვაცხადოთ“, – აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 723 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 495 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close