რეგიონები

ზუგდიდის ლაბორატორიაში კორონავირუსი თვითიზოლაციაში მყოფ პირს დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 15 მაისს, გვიან ღამით გამოკვლეული 146 ნიმუშიდან 1 დადებითია. ინფიცირებული პირი ზუგდიდის მცხოვრებია და ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

კონტაქტების გამოკვლევაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები მუშაობენ. ინფიციებული რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი და იქ გადის მკურნალობის კურსს. კორონავირუსის პირველი შემთხვევა, ზუგდიდში, 25 მარტს დაფიქსირდა. საერთო ჯამში კი ახალი კორონავირუსი 6 ადამიანს დაუდასტურდა.

ქვეყანაში კორონავირუსი 671 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 393 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close