ეს საინტერესოა

ელია წინასწარმეტყველის მონასტრის საიდუმლო

“ელიას მთას აქვს ერთი საიდუმლო, რომლის შესახებ რაიონის მცხოვრებლებიდანაც ცოტამ თუ იცის“

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარე ელია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტრის საიდუმლოზე ვახო ბაქანიძე საუბრობს:

მონასტერი დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთით, ელიას მთაზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრის სიმაღლეზეა. სამონასტრო კომპლექსში შედის ორი შედარებით მცირე ეკლესია – ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი, ეგნატე ღმერთშემოსილის სახელობის ტაძარი, სამრეკლო, კელია და სატრაპეზო.

მონასტრის ტერიტორიიდან იშლება ხედები მყინვარწვერზე, გერგეტის სამებაზე, ყუროსა და ქაბარჯინაზე. ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი აგებულია 2003 წელს და იგი მცირე ზომის ბაზილიკას წარმოადგენს. 2014 წელს ტაძარი მოიხატა ხატმწერ ბერიკა კბილაშვილის მიერ.

წმინდა ელიას სამლოცველო ბევრჯერ გადაურჩა იმ ქარტეხილებს, რაც კახეთ-ჰერეთსა და, განსაკუთრებით, კამბეჩოვანს დაატყდა თავს. დღეს სამლოცველო მოქმედია და სრულდება წირვა-ლოცვა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ადგილობრივ მკვიდრს, საპატრიარქოს არქიტექტორ სერგო ქართველიშვილს.

“ელიას მთას აქვს ერთი საიდუმლო, რომლის შესახებ რაიონის მცხოვრებლებიდანაც ცოტამ თუ იცის. ელიას მთიდან არის შესასვლელი გვირაბში, რომლის ერთი ბოლო ხორნაბუჯის ციხეში გადის. ეს გვირაბი შიგ ელიის მთაში შედის და იქიდან გადის სხვადასხვა მხარეს, ხორნაბუჯში არის გვირაბის გამოსასვლელი ადგილი, რაც ამ ფაქტის სინამდვილეს ადასტურებს.

როგორც ამბობენ, ამ გვირაბიდან გზა რამდენიმე მხარეს გადიოდა, მაგრამ ცნობილია მხოლოდ ერთი, ხორნაბუჯში გამავალი ბოლო. დღესდღეობით ეს გვირაბი ჩამონგრეულია და მხოლოდ შესასვლელია დარჩენილი. აქ ჩამოსულები იყვნენ უცხოელი სპეციალისტები, რომლებსაც უნდა გამოეკვლიათ თუ სად გადიოდა დანარჩენი გვირაბები, მაგრამ ვერ შეძლეს ამის დადგენა, რადგანაც ცოტა მანძილის შენდეგ ვერანაირი სინათლე ვერ ძლებდა, სიბნელეში კი შეუძლებელი იყო გზის გაკვლევა.

გადმოცემის თანახმად, გვირაბში ოთხი ცხენოსანი შედიოდა. ელიას მთის დღევანდელი მდგომარეობა არც ისე ცუდია. ცოტა ხნის წინ მთაზე მომდინარეობდა სამუშაოები, აშენდა ეკლესია როგორიც მეხუთე საუკუნეში იყო. ნელ-ნელა ტაძარს უბრუნდება ძველი სახე. აღსანიშნავია, რომ შემორჩენილი იყო პატარა ფრაგმენტი ტაძრისა, რომელიც ტაძრის დანერგვის შემდეგ საგუშაგოდ გამოიყენებოდა, საიდანაც კარგად ჩანდა, მტერი საიდან უტევდა საქართველოს.”

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close