პოლიტიკა

დიმიტრი სპივაკი: სააკაშვილი არის ადამიანი-კონფლიქტი, ადამიანი-დამანგრეველი

სააკაშვილის თანადებობაზე დანიშვნა, შეიძლება პრეზიდენტ ზელენსკის მეორე ფინალური, ფატალური შეცდომა იყოს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, დიმიტრი სპივაკმა უკრაინულ ტელეარხ newsone-ის თოქშოუში „უკრაინული პოლიტიკის ეპიცენტრი“ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა სააკაშვილისთვის ტრანზიტული ზონა აღმოჩნდა.

„რაც მე არ მსიამოვნებს, ისაა, რომ ჩვენი ქვეყანა ტრანზიტული ზონა აღმოჩნდა სააკაშვილისთვის. ანუ სულ ერთია, სად და როგორ, მისთვის მთავარია მართვა. ეს მიუღებელია მორალური და ზნეობრივი თვალსაზრისით თუ შევაფასებთ“ – აცხადებს სპივაკი.

პოლიტოლოგის განცხადებით, სააკაშვილი თავს პრეზიდენტად გრძნობს და შესაბამისად იქცევა.

„მას არ შეუძლია იყოს მეორე, მესამე ან მეთვრამეტე, ან ვიცე-პრემიერი, ან რამე სხვა. ეს მისთვის უაზრო ქმედებებია, იგი ლიდერია. ის ძალიან კონფლიქტური ადამიანია, მისმა დაუოკებელმა ენერგიამ შეიძლება აბსოლუტურად არაადეკვატურ ქცევებამდე მიიყვანოს, რომელიც ატომურ აფეთქებას ჰგავს, და სად, რა, როდის აფეთქდება ფაქტიურად არაპროგნოზირებადია. ეს არის ადამიანი-კონფლიქტი, ადამიანი-დამანგრეველი და ეს სიმართლეა“, – აცხადებს სპივაკი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close