ეკონომიკა

დახმარებას მიიღებს ყველა, ვინც სამსახური 2020 წლის იანვირდან პირველ ივნისამდე დაკარგა

მთავრობამ კომპენსაციის გაცემის შესაბამის დადგენილებაში პირობები შეცვალა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, შესაბამის დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, დახმარებას მიიღებს ყველა, ვინც სამსახური არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს, არამედ 2020 წლის იანვირდან პირველ ივნისამდე დაკარგა.

ამის შესახებ ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრი განმარტავს, რომ პირველ კვარტალში, ვისაც ექვსი თვის განმავლობაში მაინც უფიქსირდებოდა ხელფასი, ისინი სახელმწიფოსგან კომპენსაცის მიიღებენ.

„კიდევ ერთხელ განვმარტავ პირობებს – პირველ კვარტალში, ვისაც ექვსი თვის განმავლობაში მაინც უფიქსირდებოდა ხელფასი, იმ ადამიანებს ერგება კომპენსაცია. იყო გაუგებრობა, რომ ვრცელდებოდა მხოლოდ საგანგებოს პირობებში, მაგრამ ზოგადად,  „კოვიდის“ ნეგატიური გავლენა პრაქტიკულად თებერვლიდან დაიწყო. შესაბამისად, ჩვენ მარტო ამ პერიოდით არ ვიფარგლებით, რასაც საგანგებო მდგომარეობას გულისხმობდა და ამიტომ დადგენილებაში შევიდა ცვლილება, _ აცხადებს მაჭავარიანი.

მინისტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს კომპანიებს, შემოსავლების სამსახურს პირველ ივნისამდე მიაწოდონ იმ დასაქმებულების შესახებ ინფორმაცია, რომლებზეც ხელფასის გაცემა აღარ ხდება.

“ვთხოვოთ ყველა კომპანიას, დამსაქმებელ, იურიდიულ პირს, რომ მაქსიმალურად ჩქარა მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვისზეც ხელფასის გაცემა არ ხდება, იქნება ეს უხელფასო შვებულება, სამსახურიდან დროებით გაშვება თუ ნებისმიერი მიზეზით, ვისზეც ვერ მოხდა ხელფასის გაცემა. პირველ ივნისამდე უნდა დაგვიდასტურონ ეს ინფორმაცია, მოგვაწოდონ მათი საბანკო ანგარიშები, რომ მოხდეს დროულად 1200 ლარიანი კომპენსაციების პაკეტის გადახდის დაწყება,“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა მიიღებს 1200-ლარიან კომპენსაციას, ვინც სამსახური არა საგანგებო მდგომარეობის დროს, არამედ 2020 წლის იანვრიდან პირველ ივნისამდე დაკარგა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close