საზოგადოება

”დარჩი სახლში” გათვლილია იმაზე, რომ მთელმა ქვეყანამ ამ რეჟიმში ”მოიხადოს” ეს სახადი?”

რამდენი ხანი შეუძლია მოსახლეობას არ იმუშაოს და ისე გაძლოს დაგროვილ რესურსზე?

“მეგობრებო, მაქვს კითხვები შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და მინდა გაგიზიაროთ.
შევეცდები მაქსიმალურად დავაკონკრეტო შექმნილი სიტუაცია, რომ გაგვიადვილდეს სრული სურათის დანახვა.
ამიტომ, დავეყრდნობი მხოლოდ იმ ფაქტობრივ ინფორმაციას რომელსაც ჩვენი ექიმები ავრცელებენ.
არის რეალურად ვირუსი და ეს ფაქტია.
ფაქტია ისიც, რომ დაახლოებით 80% დაავადებულების ამ დაავადებას იტანენ ადვილად – ზოგი საერთოდ ვერც კი გრძნობს სიმპტომებს, ზოგიც მსუბუქად გამოხატულს.
დანარჩენი დაახლოებით 20%-დან უმეტესობა არის საშუალო და შედარებით მცირე ნაწილი არის მძიმე.
როგორც ჩვენი ექიმები ამბობენ გადაუჭრელი პრობლემა არ არის ავადმყოფების მკურნალობა. მთავარი ხიფათი ექიმების აზრით – არის ავადმყოფების რაოდენობის პიკური მატება და ის, რომ ექიმების რაოდენობა და სათანადო მოწყობილობები ვერ გაუმკლავდება ამ დროს გადაჭარბებულად მოზღვავებულ პაციენტებს.
ეს არის სწორედ მთავარი ხიფათი ჩვენი ექიმების აზრით.
ძალიან მნიშვნელოვანია დავაზუსტოთ, თუ როგორ ვრცელდება ეს ვირუსი.
ჩვენი ექიმების თქმით, ეს ვირუსი არ ვრცელდება ჰაერიდან – არამედ გადადის წვეთოვანი გზით. ეს ნიშნავს, რომ თუ ვინმემ დაახველა ან დააცემინა და ვინმეს სახეში – პირში ან თვალებში (ზოგადად ლორწოვან გარსზე) მოხვდება ეს გამონაყოფი – ის დიდი ალბათობით ინფიცირდება.
ინფიცირება შესაძლებელია აგრეთვე, თუ ვინმე ხელით შეეხება ვირუსების გავრცელების ადგილს ან ნივთს და მერე ამ ხელს შეახებს პირს ან თვალებს (ზოგადად ლორწოვან გარსს).
აქედან გამომდინარე, ჩვენ მკაფიოდ უნდა გავიაზროთ
თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ინდივიდუალურად.
შექმნილი სიტუაცია, ანუ ”დარჩი სახლში” პოლიტიკა ძალიან ეფექტურია იმაში, რომ მკვეთრად ამცირებს დაავადების გავრცელების ტემპს და არეალს. თუმცა, შესაძლებელია იმის გამოთვლაც, თუ რა დრო დასჭირდება იმას, რომ ამ მეთოდიკით შევინარჩუნოთ განვითარების დაბალი ტემპი. აქვე მიჩნდება კითხვა – ”დარჩი სახლში” გათვლილია იმაზე, რომ მთელმა ქვეყანამ ამ რეჟიმში ”მოიხადოს” ეს სახადი?
თუ ეს ესეა, მაშინ დაახლოებით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რა დრო დასჭირდება ამას – ანუ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა უნდა გავყოთ ინფიცირებულთა დღიურ ციფრზე. როგორც ხვდებით საკმაოზე დიდი დრო გამოდის.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანთა ”დარჩი სახლში” მეთოდის რესურსი შეზღუდულია დროში. რამდენი ხანი შეუძლია მოსახლეობას არ იმუშაოს და ისე გაძლოს დაგროვილ რესურსზე?
გარდა ამისა, ცნობილია რომ ხანგრძლივი ”დარჩი სახლში” მკვეთრად სწევს დაბლა ადამიანის იმუნიტეტის სიძლიერეს და ეს ადამიანი გაცილებით მძიმედ გადაიტანს ავადმყოფობას იმ შემთხვევაში, თუ მოხდა მისი დაინფიცირება, ხოლო რამდენად არის შესაძლებელი ”დარჩი სახლში” პერიოდში ვირუსის სრულად აღმოფხვრა – ესეც ბადებს ძალიან სერიოზულ კითხვებს.
როგორ უნდა დარჩეს იმუნიტეტდაქვეითებული მოსახლეობა ამ ხიფათის პირისპირ, თუ ვერ მოხერხდა ამ ვირუსის სრულად აღმოფხვრა – ესეც ძალიან სერიოზული კითხვაა.
ამიტომ ვფიქრობ, ხომ არ არის ამ საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელი იმ ოქროს შუალედის განსაზღვრით, რაც გულისხმობს მოსახლეობისთვის საარსებო წყაროს მოპოვების ნებართვის გონივრულ დოზირებასა და დაავადებულთა ზრდის გათვლაში, იმ რესურსის გათვალისწინებით რაც გააჩნია ჩვენს ქვეყანას მძიმე ფორმით დაავადებულ პაციენტთა სამკურნალოდ” – წერს ერეკლე კუხიანიძე ფეისბუქზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close