ეს საინტერესოა

გრიფით საიდუმლო – მძევლად აყვანილი მე-10 კლასი

პირველი ტერაქტი სსრკ-ში - რატომ აიყვანეს დეზერტირებმა მოსწავლეები მძევლებად?

1981 წელს საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველად მოხდა მძევლების მასობრივად აყვანა, რომელსაც მოგვიანებით, ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ უდმურტეთის #12 სკოლაში ორი შეიარაღებული დეზერტირი შეიჭრა და მთელი კლასი მძევლად აიყვანა. მაშინ ინცინდენტი სასწრაფოდ გაასაიდუმლოეს და ჩათვალეს, როგორც ერთჯერადი შემთხვევითობა..

1981 წლის 16 დეკემბერს უდმურტეთში, სარაპულის სკოლაში ორი ჯარისკაცი შევიდა. ჯარისკაცების დანახვა ამ ადგილზე ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რადგან შორიახლოს სამხედრო ნაწილი მდებარეობდა. ჯარისკაცების თქმით, ისინი საწყობიდან ტანკსაწინააღმდეგო ბომბების მოპარვაში მოსწავლეების მონაწილეობის ვერსიას ამოწმებდნენ, იმ დროს კი საბჭოთა ჯარისკაცის მიმართ ნდობა უზომოდ დიდი იყო..

Изъятое у преступников оружие. /Фото: konkret.az

ჯარისკაცებმა ცოტა ხანს სკოლის დერეფნები ათვალიერეს და შემდეგ პირდაპირ მე10 „ბ“ კლასის გაკვეთილზე შევიდნენ. ძალიან მალე ცნობილი გახდა, რომ 19 წლის მელნიკოვი და 21 წლის კოლპაკბაევი ადგილობრივი მოტომსროლელი დივიზიიდამ გაქცეული დეზერტირები იყვნენ. როგორც მოგვიანებით ამ უკანასკნელმა აღიარა, ყაზახეთის თავისუფლებისთვის ბრძოლაზე და დასავლეთში ცხოვრებაზე ოცნებობდა.

დამნაშავეებს მე-12 სკოლა შემთხვევით არ აურჩევიათ: მათ იცოდნენ, რომ ამ სკოლაში მათი სამხედრო ნაწილის უფროსის შვილები სწავლობდნენ, თუმცა შეცდნენ და მე-10 „ა“ კლასის ნაცვლად, მე-10 „ბ“ კლასში შევიდნენ.

დეზერტირებმა ბიოლოგიის მასწავლებელს განუმარტეს, რომ დაკარგულ იარაღთან დაკავშირებით, მოსწავლეებთან გასაუბრება სურდათ. მასწავლებელმა, რომელსაც საეჭვო არაფერი შეუნიშნავს, საკლასო ოთახი დატოვა და სამხედროების ვიზიტის შესახებ სკოლის დირექტორს აცნობა. მოსწავლეებთან პირისპირ დარჩენილმა მელნიკოვმა და კოლპაკბაევმა საკლასო ოთახის კარი შიგნიდან ჩაკეტეს და მხოლოდ ამის შემდეგ განაცხადეს, რომ ბავშვები მძევლად აიყვანეს.

Та самая школа в Удмуртии. /Фото: udmurt.media

იმის დასამტკიცებლად, რომ სერიოზული გეგმები აქვთ, დეზერტირებმა საკლასო ოთახის ჭერი ავტომატის ჯერით დაცხრილეს და ერთ-ერთი მოსწავლე სკოლის დირექტორთან „ულტიმატუმის“ გადასაცემად გაგზავნეს.

დამნაშავეები მოითხოვდნენ საზღვარგარეთის პასპორტს, ვიზებს და თვითმფრინავს, რომელიც აშშ-ში ან რომელიმე კაპიტალისტურ ქვეყანაში გადაიყვანდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავდამსხმელები მოსწავლეების დახოცვით იმუქრებოდნენ. ბათ ბავშვებს უბრძანეს, რომ საკლასო ოთახის ფანჯრებზე მერხები, დაფები და კარადები აეფარებინათ და იატაკზე, ერთმანეთისგან მოშორებით დამსხდარიყვნენ. ასე დაიწყო  საათების ათვლა.

Группа захвата «А». /Фото: avatars.mds.yandex.net

ულტიმატუმის მიღებისთანავე, სკოლის დირექტორი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს და მილიციის ადგილობრივ განყოფილებას დაუკავშირდა. უდმურტეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უფროსმა სოლოვიოვმა მომხდარის შესახებ სამსახურეობრივი ავტომობილით გადაადგილების დროს შეიტყო. ის შემთხვევის ადგილზე ყველაზე ადრე გამოცხადდა და ოპერაციას სათავეში ჩაუდგა. დამნაშავეებთან მოლაპარაკება ადგილობრივი უშიშროების სამსახურის ახალგაზრდა კაპიტანს ვლადიმერ ორეხოვს დაავალეს. ეს იყო პირველი მსგავსი ტერაქტი საბჭოთა კავშირის არსებობის ისტორიაში, ამიტომ ძალოვანები დაბნეულები იყვნენ და კონკრეტული საქმომედო გეგმა არ ჰქონდათ. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული ყველა ჯგუფი იმას აკეთებდა, რისი გაკეთებაც იცოდა: მეხანძრეები არარსებული ხანძრის ჩასაქრობად ემზადებოდნენ, მედიკოსები სისხლის გადასხმის ხელსაწყოებს ამზადებდნენ და მხოლოდ მილიცია მიხვდა ორმაგი კორდონის აუცილებლობას. სკოლაში მომხდარი ამბავი წამებში მთელ ქალაქში გავრცელდა. სკოლისკენ მძევლად აყვანილი ბავშვების გაოგნებული მშობლები, ახლობლები და მეგობრები დაიძრნენ და თან თანაქალაქელებს სკოლის შტურმით აღებისკენ მოუწოდებდნენ.

მე-10 „ბ“ კლასის გარდა, მთელი სკოლის ევაკუაცია მოხდა და შენობაში ძალოვანი სამსახურების თანამშრომლები შევიდნენ. სკოლის რადიოს დახმარებით, ორეხოვმა ტერორისტებთან მოლაპარაკებები დაიწყო – ის თავდამსხმელებს გონიერებისკენ მოუწოდებდა და მათი მოთხოვნების შესრულებისთვის მზადყოფნას გამოხატავდა.

Захватчикам были оперативно выписаны загранпаспорта для усыпления бдительности. /Фото: pp.userapi.com

ამ დროს სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იური ანდროპოვი ოდმურტეთში ტერორისტების ლიკვიდაციისთვის სპეციალურ ჯგუფებს აგზავნიდა.

ამ დრამატული მოვლენების თვითმხილველები იხსენებენ, რომ ტერორისტებს ბავშვების მიმართ რბილი და დამთმობი პოზიცია ჰქონდათ და პატარა ჯგუფებად ტუალეტშიც კი უშვებდნენ. რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო დერეფანში გამოსული ბავშვების გადარჩენა, მაგრამ დარჩენილების უსაფრთხოების მიზნით, უშიშროება ამ ნაბიჯზე უარი თქვა.

გამოუცდელ ტერორისტებს მოლაპარაკებების პროცესში კაპიტანი ორეხოვის მიმართ ნდობა გაუჩნდათ და საკლასო ოთახში მის შეშვებას და ორმხრივი, ყველასთვის მისაღები გეგმის ერთად შემუშავებაზეც კი დათანხმდნენ. ორეხოვმა, რომლის მიზანს დროის გაყვანა წარმოადგენდა, ტერორისტებს აუხსნა, რომ საზღვარგარეთის პასპორტების მომზადება გარკვეულ დროს საჭიროებდა და ისინიც მორჩილად დათანხმდნენ.

გარკვეული დროის შემდეგ მელნიკოვი და კოლპაკბაევი მძევალი გოგონების გაშვებასაც დათანხმდნენ და საკლასო ოთხში მხოლოდ 8 ბიჭი დარჩა. დილის 5 საათზე ორეხოვი საკლასო ოთახში, ტერორისტებთან შევიდა და საზღვარგარეთის პასპორტები გადასცა. მან მოახერხა ტერორისტები დარჩენილი მძევლების გაეშვებაზეც დაეთანხმებინა, რადგან მისი თქმით, სკოლასთან უკვე იდგა ავტომობილი, რომელიც მათ აეროპორტამდე მიიყვანდა.

დემორალიზებული ტერორისტები მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, რომ გააცურეს, როცა ორეხოვი ბავშვებთან ერთად თვალს მიეფარა, მაგრამ უკვე ყველაფერი გვიან იყო. 16 საათიანი კოშმარი რამდენიმე წუთში დასრულდა, როცა საკლასო ოთახში სპეციალური დანიშნილების რაზმის წევრები შეიჭრნენ და ტერორისტებს იარაღის დაყრა მოთხოვეს.

25 მოსწავლიდან არავინ დაზარალებულა და ორი დღის შემდეგ სწავლა გააგრძელეს. მათ მშობლებს კი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა გაუთქმელობაზე ხელი მოაწერინა და აკრძალვა მხოლოდ 15 წლის შემდეგ მოხსნა.

ტერორისტები სვერდლოვსკში გაასამართლეს- კოლპაკბაევს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო მელნიკოვს 8 წლით.

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close