მსოფლიო

გარდაცვლილი დეპუტატის უკანასკნელი ფეისბუქ-პოსტი COVID-19-ს ეხებოდა

რატომ არ სჯერათ უკრაინელებს დავიდენკოს თვითმკვლელობის ვერსიის?

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რადას დეპუტატის, ვალერი დავიდენკოს გარდაცვალების ძირითად ვერსიად თვითმკვლელობა განიხილება.

გარდაცვლილი დეპუტატი თავის უკანასკნელ, 22 მაისის ფეისბუქ-პოსტში წერდა, რომ COVID-19-თან ბრძოლაში მედიკოსებს მომავალშიც დაეხმარება.

ვალერი დავიდენკოს 13 საათსა და 22 წუთზე დაწერილ პოსტში ვკითხულობთ, რომ კულიკოვოს რაიონში, დავიდენკოს საარჩევნო ოლქში კორონავირუსი 10 ადამიანს დაუდგინდა. დეპუტატი წერს, რომ მან პირველადი სამედიცინო დახმარების ცენტრს კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის 100 ტესტი გადასცა.

„ამჯერადაც გადავეცი მედიკოსებს თავდაცვის საშუალებები: 50 კოსტიუმი, 60 რესპირატორი, 50 წყვილი ხელთათმანი, 10 დამცავი ფარი, ნიღბები და კორონავირუსის დასადგენი ტესტები. ვაპირებ, რომ მედიკოსებს პანდემიასთან რთულ ბრძოლაში მომავალშიც დავეხმარო“ – წერდა დეპუტატი.

ფეისბუქ-პოსტის ქვემოთ, სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ თუნდაც ამ სტატუსიდან გამომდინარე, თვითმკვლელობის ვერსია დაუჯერებელია. მოგვიანებით კომენტარი წაიშალა.

შეგახსენებთ, რომ რადას დეპუტატმა სერგეი შახოვმა თვითმკვლელობის ვერსია მთლიანად გამორიცხა და განაცხადა, რომ მისი კოლეგა ვალერი დავიდენკო მოკლეს.

„პროგრესნიუსი“

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close