პოლიტიკა

„ამ დროს დგება ურჩხულებისა და მონსტრების ბოლომდე გათავისუფლების დრო!“

პოლიტიკური პარტიების მკვლევარი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:

„რა ბედნიერი დრო იქნებოდა მაშინ, როდესაც ადამიანის გაკვირვება მხოლოდ ვარსკვლავებით მოჭედილი ცითა და მორალური კანონით იყო შესაძლებელი…

დიდი ხანია ვფიქრობ და ჯერ კიდევ ვერ მოვდივარ აზრზე:

ისე როგორ უნდა მართო ქვეყანა, რომ შენი მმართველობის რვა წლის თავზე აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტმა ბიუჯეტის ქურდები, მილიტარისტები, მოძალადეები, სისხლის სამართლის დამნაშავეები, არარაობები პოლიტიკურ პატიმრებად გამოაცხადოს !!!

ადამიანი, რომელიც ნაძირალად, მკვლელად, აზროვნების უნარის არმქონედ, ქვეყნის დამაქცევრად, ჯალათად მიგაჩნდა და უშვერი სიტყვებით ლანძღავდი; რომელიც დღესაც ზუსტად ისე გეზიზღება, როგორც გუშინ, როგორ უნდა გამოაცხადო შენს პარტნიორად, მეგობრად, თანამებრძოლად !!!

ყველაფერი მხოლოდ ერთზე მიანიშნებს – ამ ქვეყანაში ძალაუფლება არის თვითმიზანი და არა საშუალება, ძალაუფლების გარდა არაფერს აქვს მნიშვნელობა, ქართულ პოლიტიკაში არ არსებობს ღირებულებების ერთგული არც ერთი ადამიანი.

ასეთ გარემოს მივყავართ ერთადერთი მიმართულებით: ადამიანები კარგავენ ნდობას მთავრობის, პარლამენტის, პარტიების, არჩევნების, ზოგადად დემოკრატიის მიმართ, დასავლეთის მიმართ, პოლიტიკისა და პოლიტიკური პროცესის მიმართ …

ამ დროს დგება ურჩხულებისა და მონსტრების ბოლომდე გათავისუფლების დრო!“- წერს ლევან ლორთქიფანიძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close