ეს საინტერესოა

ამერიკელმა მეცნიერმა გულისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტი დაასახელა

ჯანმრთელი გულისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტი ნიგოზია – ამის შესახებ ჰარვარდის მედიცინის სკოლის დოქტორმა, ჯანდაცვის ექსპერტმა მარტა გუაშ ფერემ განაცხადა.

ექსპერტის თქმით, სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, ნიგოზში უფრო მეტი ალფა ლინოლენინის მჟავაა. „კვლევებმა დაადასტურეს, რომ ნიგოზს შეუძლია დაიცვას გული ლიპიდური პროფილის გაუმჯობესებით“ – განმარტა ფერემ.

დოქტორმა ყურადღება ნიგვზის ანტიოქსიდანტურ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებზეც გაამახვილა.

ფერეს განცხადებამდე ბერძენმა მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ვიტამინი D მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს შეიძლება გულის დამცავი ეფექტი ჰქონდეთ. კვლევა, რომელშიც 1514 მამაკაცი და 1528 ქალი მონაწილეობდა, 2001- 2012 წლებში ჩატარდა, D ვიტამინის დაბალი, საშუალო და მაღალი მოხმარების დროს აღინიშნებოდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (გულის შეტევა და ინსულტი) შემთხვევები მამაკაცების  24%, 17%, და 12% და ქალების 14%, 10% და 11%.

„პროგრესნიუსი“

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close