Slider

ავტომობილით სამზე მეტი პირის გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებისთვის იმოქმედებს

ავტომობილით სამზე მეტი პირის გადაადგილების შეზღუდვა იხსნება. აღნიშნული შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებისთვის იმოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ვართ იძულებულები, შევინარჩუნოთ გარკვეული სახის შეზღუდვები. მაგალითად, გარკვეული ეკონომიკური საქმიანობების, ასევე სამოქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების, სპორტული და კულტურული ღონისძიების, საზღვრებზე კონტროლის შეზღუდვები. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ დღეს საქართველო წარმატებულია კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში, ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ დროული, პრევენციული ნაბიჯები გადავდგით“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close