მთავარი»საზოგადოება»ზურაბ დათუნაშვილმა ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა – ჟურნალისტთა ასოციაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ზურაბ დათუნაშვილმა ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა – ჟურნალისტთა ასოციაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

7
გაზიარებები
Pinterest Google+

იტალიის ქალაქ რომში მიმდინარე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ ჟურნალისტ მაგდა კლდიაშვილს და საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილ კაპიტანს და ამჟამად სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილს შორის ინციდენტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოჭიდავემ მაგდა კლდიაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

“იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირდა აღმაშფოთებელი ფაქტი. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ, ამჟამად სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურა დათუნაშვილმა უშვერი სიტყვებით გალანძღა სპორტული ჟურნალისტი, მაგდა კლდიაშვილი.

“სპორტსმენის” მხრიდან ჟურნალისტის მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფების და გინების კორიანტელს ასევე შეესწრნენ ტურნირზე აკრედიტებული სპორტული ჟურნალისტები – ოთარ მაღლაკელიძე და სალომე ხარატიშვილი.

მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტის ასეთი(ან ნებისმიერი სხვა) სახით შეურაცხყოფა არის უაღრესად მდაბალი, სპორტსმენისა და მოჭიდავისათვის აბსოლუტურად შეუფერებელი და მიუღებელი საქციელი.

ასეთი მოქცევისათვის დაუსჯელი არავინ არ უნდა დარჩეს. მივმართავთ თხოვნით საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას, რომ მომხდარის თაობაზე საქმის კურსში ჩააყენოს სერბეთის კოლეგა ფედერაცია, რომლის პრეროგატივაცაა დათუნაშვილის მისამართით სადამსჯელო ღონისძიების გატარება” – ნათქვამია საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საგანგებო განცხადებაში.

წინა პოსტი

მგზავრები არ დაშავებულან - საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

შემდეგი პოსტი

„ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ჰგონიათ, რომ მსოფლიო ფულზე გაიყიდება“