მთავარი»საზოგადოება»ზუგდიდში „ნაცმოძრაობის“ ოფისისთვის ნასროლი ყავარჯენი სავარაუდოდ, პოლიციელს მოხვდა

ზუგდიდში „ნაცმოძრაობის“ ოფისისთვის ნასროლი ყავარჯენი სავარაუდოდ, პოლიციელს მოხვდა

6
გაზიარებები
Pinterest Google+

ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ყავარჯენი ისროლეს. დაზიანებულია ოფისის კარი. როგორც „ინტერპრენიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სავარაუდოდ, ყავარჯენი მოხვდა ერთ-ერთ პოლიციელს, რომელის ოფისის შესასვლელთან იდგა.

ამის შემდეგ პოლიციამ აქციის მონაწილეებს უკან დაახევინა. მანამდე აქციის მონაწილეებმა ოფისის წინ ცოცხები და ყავარჯნები დააწყვეს.

„ზუგდიდი არ დაუშვებს არასდროს სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნებას. აღარ გვინდა ძალადობა. არ არის ცოცხებისა და ძალადობის დრო. ვიღაც-ვიღაცების სკამის გულისთვის ნუ გადავჭამთ ერთმანეთს. ცოცხებითა და ძალადობით ქვეყანა ვერ აშენდება,“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ამასთან, როგორც შსს-ს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, ამაზე პოლიცია არ იყო ინფორმირებული.

„პოლიცია არ იყო ინფორმირებული, როგორც კი გვითხრეს, რომ მხარეები იყვნენ მოსულები, მაშინვე მოვედით,“ – აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა.

ipn.ge

წინა პოსტი

ვაშაძე მოიკითხეთ, ნინო ბურჯანაძესთან ერთად მოსკოვში ხომ არ არის - მდინარაძე

შემდეგი პოსტი

„უცხოპლანეტელები შემოსევისას ყველა ერთიანდება“ - გიგა ბოკერია ნინო ბურჯანაძეზე