მთავარი»პოლიტიკა»ზუგდიდის საკრებულოს შენობასთან სამართალდამცავების მობილიზებაა – ოპოზიცია შენობაში შეჭრას ცდილობს

ზუგდიდის საკრებულოს შენობასთან სამართალდამცავების მობილიზებაა – ოპოზიცია შენობაში შეჭრას ცდილობს

6
Shares
Pinterest Google+

 

ზუგდიდში ვითარება დაიძაბა. ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში საკრებულოს შენობაში შესვლას ცდილობენ, თუმცა სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევთ.

გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდის საკრებულოს წევრ გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს.

საქმე ეხება სავარაუდოდ, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტს.

ფარული ჩანაწერი 14 მაისს გავრცელდა.

როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ფარულ ჩანაწერში „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია მეორე პირს უხსნის, წინასაარჩევნოდ რა დავალებები მიიღეს „ზევიდან“.

მათივე ინფორმაციით, „ჩანაწერში დანელია ჰყვება, როგორ დაიბარეს სხვა ადგილობრივ ლიდერებთან ერთად და მისცეს დავალებები, მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად, ვისაც ვერ მოისყიდიან, დააშინონ, ვისაც ვერ დააშინებენ, გაიტაცონ და 19 მაისს საარჩევნო ყუთთან მისვლის საშუალება არ მისცენ“.

გია დანელია გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს გაუგებრობასა და მონტაჟს უწოდებს.

„ეს არის მიზანმიმართულად განხორციელებული დისკრედიტაცია ჩემ მიმართ. ეჭვქვეშ ვაყენებ გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობას. ესაა გაუგებრობა და მონტაჟი“,- განაცხადა გია დანელიამ.

პრაიმტაიმი

წინა სტატია

ათენში 29 წლის ქართველი გოგო მოკლეს

შემდეგი სტატია

ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ Facebook-მა პირდაპირი ტრანსლირების ფუნქციის შეზღუდვა დააანონსა

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.