მთავარი»ეს საინტერესოა»ზოოპარკში ცხოველებისთვის ყველა პირობა არსებობს, ადამიანებისთვის – არა

ზოოპარკში ცხოველებისთვის ყველა პირობა არსებობს, ადამიანებისთვის – არა

0
გაზიარებები
Pinterest Google+

თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე აცხადებს, რომ თბილისის ზღვაზე აშენებულ ახალ ზოოპარკში ცხოველებისთვის ყველა პირობაა შექმილი, თუმცა მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა დამთვალიერებლებისთვის – არ არის ბილიკები და სველი წერტილები, რის გამოც, შეუძლებელია ვიზიტორების მიღება.

როგორც ზურაბ გურიელიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალ ზოოპარკში ​ცხოველებისთვს შექმნილი პირობები აკმაყოფილებს საერთაშორისო ნორმებს. ვოლიერები მაღალი კატეგორიის არის და ყოველწიურად გადიან გარკვეულ შემოწმებას.

​”​ცხოველებისთვის პირობები არის ძალიან კარგი, მაგრამ ადამიანებისთვის მოსაწყობია. ეს გვიშლის ხელს, ახალი ზოოპარკის გახსნაში. ამ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ბევრი დრო და დიდი თანხები არ სჭირდება. უკვე შევიყვანეთ ელექტროენერგია, გაზი, რომელიც ჯერ მიერთებული არ არის სისტემაზე, ასევე კანალიზაცია უნდა გავიყვანოთ, ეს ყველა ის საკითხია, რაც არ არის დაკავშირებული ზოოპარკის ინიციატივასთან. ოფიციალურად როდის მივიღებთ პირველ სტუმრებს ძნელი სათქმელია, იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. თუმცა, გაკეთებულიც ბევრია”, – აცხადებს ზურაბ გურიელიძე.

მისივე თქმით, გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტით, ვოლიერები ცხოველების 4 სახეობისთვის აშენდა, ეს არის დათვი, მგელი, ნიამორი და ირემი. ამას დაემატა ვოლიერები ადამიანებისთვის ჩამორთმეული დათვის ბელებისთვის, რომლებიც რეაბილიტაციას გადიან. ჯიხვებისთვის 2 ვოლიერია აშენებული, ასევე, ფოცხვერებისთვვის და აფრიკული მოხატული ძაღლებისთვის.

“არა მარტო ვოლიერებია აშენებული, ასევე ჩამოყვანილია ცხოველები. დეკემბერში მივიღეთ 9 სული აფრიკული მოხატული ძაღლი, იანვარში პარიზის ზოოპარკიდან ჩამოვიყვანეთ ჯიხვები, ოლომიუცის ზოოპარკიდან ველოდებით აღმოსავლეთ კავკასიურ ჯიხვებს, ხოლო ტალინის ზოოპარკიდან – დომბებს. ცხოველების მატება წელსაც საკმოდ დიდი იქნება. აქცენტი გვაქვს აღებული იმ ცხოველებზე, რომლებიც გავრცელებულები არიან კავკასიაში, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. ამის მრავალი მიზეზია, უპირველესად იმისთვის, რომ მათ არ სჭირდებათ განსაკუთრებული გარემო-პირობების შექმნა, მათთვის ვოლიერების აშენება უფრო იაფი ჯდება. გარდა ამისა, მათ სჭირდებათ გადარჩენა ბუნებაში და მათი ბუნებაში დაბრუნება”, – აცხადებს ზურაბ გურიელიძე.

მისივე ინფორმაციით, გმირთა მოედანთან არსებული ძველი ზოოპარკი, რომელიც 2015 წლის წყალდიდობის შედეგად დაზარალდა, მთლიანად შევსებულია და იქ ახალი ცხოველი დამატება ფიზიკურად შეუძლებელია.

mcm.ge

წინა პოსტი

რაც არ უნდა მოხდეს დე, მოვალ უსიკვდილოდ!

შემდეგი პოსტი

ადა მარშანია თამარ ჩუგოშვილს ეთიკის საბჭოში უჩივის