მთავარი»Slider»ჟურნალისტი ეკა გულუა სახალხო დამცველს მიმართავს – ძალიან უცნაურია სახალხო დამცველის მხრიდან სელექციური დამოკიდებულება

ჟურნალისტი ეკა გულუა სახალხო დამცველს მიმართავს – ძალიან უცნაურია სახალხო დამცველის მხრიდან სელექციური დამოკიდებულება

18
Shares
Pinterest Google+

“სახალხო დამცველი – ხალხის ნაწილის დამცველი
ძალიან უცნაურია სახალხო დამცველის მხრიდან სელექციური დამოკიდებულება. დღეს მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამაში. მთავრობის კანცელარიასთან ლგბტ საზოგადოებასა და დანარჩენ საზოგადოებას შორის მომხდარ ინცინდენტს სახალხო დამცველის მრიდან დაუყივნებლივი, ოპერატიული და მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა. ადგილზე გაჩდნენ სხვა უფლებადაცველებიც, რაც ლოგიკური და სამართლიანია, თუმცა, უცნაურია, ქალბატონ ნინო ლომჯარიას მხრიდან სელექციური დამოკიდებილება – ვისი უფლებებია დაცავი და ვისი – არა.
რამდენიმე დღის წინ, რამოვაქვეყნე სიძულვილის ენის შემცველი სმს შეტყობინება, რომელიც ლგბტ თემის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პირადად გამომიგავნა. საჯაროდ მიმვართე სახალხო დამცველს, თუმცა, მან ეს ყველაფერი გაატარა.
ქალბატონო ნინო, იქნებ მიპასუხოთ, მოახდინეთ რაიმე რეაგირება ჩემს მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებაზე? ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ჩემთვის არაფერია ცნობილი და თქვენ, დღეს იმ ადამიანის გვერდით ბრძანდებოდით, ვინც მე შეურცხყოფა მომაყენა. თუ მე და ჩემნაირები, ქუჩაში უნდა გავიდე თქვენი ყრადღების მისაქცევად?! რა კრიტერიუმებით აკეთებთ არჩევანს?
ასე, სახალხოდ აღმოვჩნდი უმცირესობაში და ყოფნა არყოფნის არ იყოს, რიტორიკულად რჩება ჩემი კითხვა – ვინ დაიცავს ჩემს უფლებებს?!
პასუხი – არა სახალხო დამცველი” – წერს ეკა გულუა.

შეგახსენებთ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას:

18-24 მაისს დაგეგმილ ლგბტ აღლუმთან დაკავშირებით მომზადებულ სტატიების გამო გაღიზიანებული „უფლებადამცველი“ და ლგბტ საზოგადოების აქტიური წარმომადგენელი ქალბატონი ნინო ბოლქვაძე, ჟურნალისტ და „მედიაცენტრი მთავარის“ დირექტორს სალანძღავ სმს შეტყობინებას უგზავნის.

„ფუ რა ძიშოვკა ნაგავი ყოფილხარ და რა სწორად მივხვდი, რომ ახლოს არ უნდა მოგკარებოდი“ – წერს ქალბატონი ლგბტ „უფლებადამცველი“ მედიაორგანიზაციის წარმომადგენელს.

ყველაფერი კი ეკა გულუას მიერ გამოქვეყნებული სტატიიდან დაიწყო.
გთავაზობთ სტატიას:
“აღიარეთ რომ იტყუებით – რედაქტორის მიმართვა ლგბტ საზოგადოებას”

“არა ბატონებო და ქალბატონებო, თქვენ არც იზღუდებით და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მხრივ, არც იჩაგრებით. თქვენთვის მედიასივრცე ღიაა, თქვენ კი ცრუ ინფორმაციას ავრცელებთ, რომელსაც, ალბათ, სხვა მიზნები აქვს.

თვეებია, „მედიაცეტრი მთავარი“ ლგბტ საზოგადოებას საინფორმაციო სივრცეს სთავაზობს და ელოდება პასუხს. ეს პასუხი კი სხვადასხვა მიზეზებით დაახლოებით 3 თვეა გრძელდება. ლგბტ საზოგადოების ე.წ. ლიდერშიპთან, პირადად მე, არაერთხელ მქონდა საუბარი, შევთავაზე საინფორმაციო სივრცე-როგორც ტრიბუნა; დაწვრილებითაც კი გავიარეთ საკითხები, თემები, ფორმატი, მაგრამ, როგორც ირკვევა სულ ტყუილად.

ამ საზოგადოების ბორდის ერთ-ერთმა წევრმა, სხვადასხვა მიზეზებით, არაერთხელ გადადო „მედიაცენტრ მთავარში“ სტუმრობა. ჯერ, მიზეზად ის დაასახელა რომ ბორდის წევრები უცხოეთში არიან და საკითხი მათთან უნდა შეთანხმდეს, შემდეგ ის, რომ განხილვის ეტაპზე არიან, შემდეგ ის, რომ…. კიდევ ის, რომ… და ასე გრძელდება დღემდე „ის“.

არადა, მეორე მხრივ, გვესმის ამავე საზოგადოების და მათი ინტერესების დამცველი არასამთავრობო სექტორისგან, რომ ლგბტ საზოგადოება იჩაგრება, რომ მათთვის საინფორმაციო სივრცე ჩაკეტილია და ასე შემდეგ, რაც, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არის ტყუილი!

უფრო მეტიც, ლგბტ საზოგადოების ერთ-ერთ უფლებადამცველსა და მხარდამჭერსაც ვთხოვე, რომ თუ სურვილი აქვთ, მობრძანდნენ „მედიაცენტრ მთავარში“. პასუხი კი შემდეგი იყო: „შემოგითვალეს, ოღონდ სადმე მიგვიწვიონ და ყველგან მივალთ-ო“.

ახლა მე თქვენ გეკითხებით, აღიარეთ რომ საინფორმაციო სივრცე თქვენთვის ღიაა და უფრო მეტიც, გადაჭარბებულად ღია; ის, რომ ლგბტ საზოგადოების საკითხები აქტიურად შუქდება; ის, რომ თქვენთვის სიტყვის თავისუფლება პრობლემას არ წარმოადგენს ამ ქვეყანაში და განმარტეთ, რატომ ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას, რომ თქვენთვის საინფორმაციო ველი დახურულია.

დიახ, შეთავაზების პროცესი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და უკვე მიზეზიც რომ არ დაგრჩათ არაფერი სათქმელი, უკვე, არც სატელეფონო ზარებს პასუხობთ და არც სმს შეტყობინებებს.

ეს პროცესები კი ნამდვილად ტოვებს დასკვნის საშუალებას, რომ ხმაური და განცხადებები, რომ საქართველოში თქვენ გავიწროებენ და სიტყვის თქმის საშუალებას კი არა, გასაქანს არ გაძლევენ!

არადა, აგერ სამი თვეა, გეხვეწებით, მაგრამ, პასუხად „უცხოეთში შეთანხმებული“ დუმილია. ეკა გულუა”

წინა სტატია

„ამ საშინელი განსაცდელის-გეი პრაიდის განმავლობაში მაინც ნუ ჩაგვცემთ ზურგში ლახვარს !!! გეი-აღლუმს მაინც ჩავშლით !!!“

შემდეგი სტატია

„როდემდე უნდა ჩაგრავდეს ამ ქვეყანაში უმრავლესობას უმცირესობა?“

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.