მთავარი»პოლიტიკა»ზაზა დრიაევი – სამხრეთ ოსეთი არ აპირებს საქართველოსთან დიალოგს, ვიდრე თბილისი არ ცნობს რესპუბლიკის დამოუკიდებლობას

ზაზა დრიაევი – სამხრეთ ოსეთი არ აპირებს საქართველოსთან დიალოგს, ვიდრე თბილისი არ ცნობს რესპუბლიკის დამოუკიდებლობას

6
გაზიარებები
Pinterest Google+

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის ზაზა დრიაევის თქით, ცხინვალი შეშფოთებულია „აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის, ალსან ბჟანიას მიერ გაკეთებული განცხადებებით, საქართველოსა და აფხაზეთს შორის ეკონომიკურ სფეროში დიალოგის დამყარების შესახებ“. მისი თქმით, ამისთვის მხარეებმა თავდაპირველად ნდობა უნდა აღადგინონ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ცოტა შეშფოთებულნი ვართ ამ ქმედებებით. მაგრამ, ვისთან და როგორ წარმართონ დიალოგი, ეს აფხაზეთის საშინაო საქმეებია და აფხაზი ხალხის არჩევანია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოძმე რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებს“, – განაცხადა დრიაევმა.

მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთი არ აპირებს საქართველოსთან დიალოგი აწარმოოს მანამ, ვიდრე თბილისი არ ცნობს რესპუბლიკის დამოუკიდებლობას და მხარეები ხელს არ მოაწერენ მემორანდუმს ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისსა და სოხუმს შორის „დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს“.

წინა პოსტი

„ირაკლი შოთაძის პროკურატურაში დაბრუნება ივანიშვილის პანიკის ნიშანია“

შემდეგი პოსტი

„მხოლოდ 300 ლარზეა საუბარი... 300 ლარი სჭირდება ამ ბიჭის მომავალს“