მთავარი»მსოფლიო»ვირუსოლოგი – მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი შესაძლოა, ახალი კოროვირუსით დაინფიცირდეს

ვირუსოლოგი – მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი შესაძლოა, ახალი კოროვირუსით დაინფიცირდეს

6
გაზიარებები
Pinterest Google+

მსოფლიოს მოსახლეობის ორი მესამედი შესაძლოა კოროვირუსით COVID-19 დაინფიცირდეს. ამის შესახებ Bloomberg-ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩევლის, ვირუსოლოგი ირა ლონჯინის განცხადების საფუძველზე იტყობინება, რომელიც ახორციელებდა კვლევებს, თუ როგორ ვრცელდება ჩინეთში ინფექცია.

მისივე თქმით, შესაძლებელია ვირუსის გავრცელების შენელება კარანტინებით, თუმცა ვიდრე ჩინეთის მთავრობა აღნიშნულ ზომებს მიმართავდა, ვირუსი სხვა ქვეყნებში გავრცელდა.

ლონგინის თქმით, მისი შეხედულები ემყარება მონაცემებს, რომელიც აჩვენებს, რომ ვირუსით ინფიცირებული ყველა ადამიანი ინფექციას გადასცემს ორ ან სამ ადამიანს. მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელებისთვის თვალყურის დევნება რთულია იმის გამო, რომ დაავადების სწრაფი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ის გამოვლენამდე უკვე გადამდებია.

შეგახსენებთ, კოროვირუსი COVID-19-ის 64 435 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულთა რაოდენობამ კი 1380-ს გადააჭარბა.

წინა პოსტი

დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა

შემდეგი პოსტი

ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა