მთავარი»პოლიტიკა»„ვინ უნდა მოვიდეს და ვინ არა, წყვეტს ხალხი“ – სააკაშვილი გაბუნიას მონოლოგმა გააღიზიანა

„ვინ უნდა მოვიდეს და ვინ არა, წყვეტს ხალხი“ – სააკაშვილი გაბუნიას მონოლოგმა გააღიზიანა

10
გაზიარებები
Pinterest Google+

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის  გიორგი გაბუნიას მონოლოგით გაღიზიანება ვერ დამალა და  სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

“ელიტურობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანთა ჯგუფი დროა მიხვდეს რომ არაფრით არ დგას ქართველ ხალხზე მაღლა და ვინ უნდა მოვიდეს და ვინ არა ამას წყვეტს ქართველი ხალხი და არა რომელიმე ივანიშვილის სასარგებლო იდიოტი ან სხვა ცალკე აღებული ცნობადი სახე. თუნდაც ნიჭიერი ჟურნალისტობა არ გაძლევს უფლებას ქართველ ხალხს მოახვიო შენი აზრი. მას აქვს უფლება გამოთქვას ყველანაირი აზრი და ხალხს ზუსტად ასევე აქვს უფლება ეს აზრი გაატაროს. Edison research-ის გამოკითხვაში ხალხის 60%-მა გაბედა და თქვა, რომ სურს ჩემი დაბრუნება საქართველოში-ერთპიროვნული მმართველი მე არც არასდროს ვყოფილვარ და არც ვაპირებ რომ როდესმე ვიყო. და დაიმახსოვრეთ-ხალხის ენერგიას ვერანაირი პერო ვერ დაუდგება წინ. That’s how f-n democracy functions stupid! და ისე გილოცავთ ნათლისღებას!”

Mikheil Saakashvili-ს ფოტო.

წინა პოსტი

გიორგი გაბუნია - მიხეილ სააკაშვილი ვერასდროს მოვა ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად (ვიდეო)

შემდეგი პოსტი

„ხალხს იმდენად უჭირს, რომ მშობლები შვილებს ვეღარ ნათლავენ“