მთავარი»სამართალი»ვინ არის პოლიციელი, რომელმაც თხილის ბაღში მიტოვებული ახალშობილი გადაარჩინა

ვინ არის პოლიციელი, რომელმაც თხილის ბაღში მიტოვებული ახალშობილი გადაარჩინა

11
Shares
Pinterest Google+

 

დღეს, გამთენიისას პოლიციის თანამშრომლებმა ოზურგეთში ახალშობილი გადაარჩინეს.

გურიის პოლიციის დეპარტამენტში ოზურგეთის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს მშობიარობის შემდგომი გართულებებით ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჩვილი თან არ ჰყავდა. ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულად  დაადგინეს ახალგაზრდა ქალის საცხოვრებელი ადგილი და დაუყოვნებლივ გავიდნენ აღნიშნულ მისამართზე.

„ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ჩვილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს. ახალშობილი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამიტომ  პოლიციელებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე გამოიძახეს. ვიდრე მედიკოსები აგდილზე მივიდოდნენ სამართალდამცველებმა თავად აღმოუჩინეს პირველადი დახმარება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ჩვილი ერთ-ერთმა პოლიციელმა ჩაიხუტა და საკუთარი სხეულის ტემპერატურით უნარჩუნებდა სიცოცხლეს“, – აცხადებენ შსს-ში.

როგორც გავარკვიეთ, ეს სამართალდამცველი 39 წლის პოლიციის პოლკოვნიკი აჩიკო (არსენ) ახალკაცია. ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გახლავთ.

ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-112- ე მუხლით მიმიანარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

წინა სტატია

მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია ჩაანაცვლებს, ხოლო გახარიას ირაკლი ღარიბაშვილი - „ტვ პირველი“

შემდეგი სტატია

თურქეთში სავარაუდოდ, თამარ დედოფლის საფლავი აღმოაჩინეს