მთავარი»სამართალი»ვინ არის კაცი, რომელმაც სამტრედიაში ყოფილი ცოლი განქორწინების დროს მოკლა

ვინ არის კაცი, რომელმაც სამტრედიაში ყოფილი ცოლი განქორწინების დროს მოკლა

3
გაზიარებები
Pinterest Google+

მამაკაცი, რომელმაც სამტრედიაში, საჯარო რეესტრში ყოფილი მეუღლე განქორწინების დროს მოკლა 28 წლის გიგა აბრალავაა. ის და მისი მეუღლე სალომე ბოხუა ერთი წელია ერთად აღარ ცხოვრობენ. მათ ორი შვილი ჰყავთ. დღეს ისინი საჯარო რეესტრში განქორწინების გასაფორმებლად მივიდნენ თუმცა მოულოდნელად გიგა აბრალავამ ყოფილ მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა.

გიგა აბრალავა პოლიციამ უკვე დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს – 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.

წინა პოსტი

"აცნობეთ საერთშორისო ორგანიზაციებს ნაცების თუ ევრო ნაცების ,,საქმენი საგმირონია"

შემდეგი პოსტი

ქეთევან დუმბაძე: დღეს ჩემთან ნათელა მოვიდა და როგორც მოთხრობაშია, თაფლი მომიტანა