მთავარი»ეს საინტერესოა»ვინ არის ბიჭი, რომელიც მსოფლიომ დაბადებამდე გაიცნო?

ვინ არის ბიჭი, რომელიც მსოფლიომ დაბადებამდე გაიცნო?

9
გაზიარებები
Pinterest Google+

პატარა სემუელ ალექსანდერ არმასი მსოფლიომ ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როცა არ იყო დაბადებული. საქმე ის არის, რომ როცა იგი ჯერ კიდევ დედის საშოში იყო, ექიმებმა მას უიშვიათესი დაავადება აღმოუჩინეს.

ექიმებს ბიჭუნას მშობლების რთული არჩევანის წინაშე დაყენება მოუწიათ, მათ ან აბორტის გაკეთება, ან ბავშვისთვის შანსის მიცემა და ქირურგიული ჩარევა შესთავაზეს. მშობლებმა დაუფიქრებლად პრობლემის მოგვარების მეორე მეთოდი აირჩიეს.

ორსულობის 21-ე კვირაში, ჯულია ოპერაციისთვის მოამზადეს. სამედიცინო პერსონალმა კი სასწაული შეძლო და ჯერკიდევ დედის საშოში მყოფი ნაყოფი გადაარჩინა, ოპერაციის მიმდინარეობისას, საშოს გაჭრილი კედლიდან პატარამ ხელი გამოყო და ექიმ, ჯოზეფ ბრუნერის თითს მოეჭიდა.

ამ მომენტის ასახვა ფირზე შეძლეს, ფოტო კი ნამდვილ სენსაციად იქცა. მსოფლიო წამყვანმა გამომცემლობებმა ეს ფოტო გამოაქვეყნეს და მას „იმედის ხელი“ უწოდეს.

 

წინა პოსტი

საქართველოში ბავშვების 41 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებულია

შემდეგი პოსტი

"გიგი უგულავამ რამდენჯერაც არ უნდა დამიძახოს მონა, მის გვერდით დავდგები თუ რა?!"