მთავარი»საზოგადოება»ვინ არიან ჯანდარის ტბაზე დაკარგული ახალგაზრდები? – ოჯა­ხი და­კარ­გუ­ლე­ბის ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლებს

ვინ არიან ჯანდარის ტბაზე დაკარგული ახალგაზრდები? – ოჯა­ხი და­კარ­გუ­ლე­ბის ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლებს

8
გაზიარებები
Pinterest Google+

ჯან­და­რის ტბა­ზე და­კარ­გულ ორ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს ოჯა­ხის წევრები და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი უკვე მე­ო­რე დღეა ეძებს. 26 და 21 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი ერ­თმა­ნე­თის­თვის სიძე და ცო­ლისძმა არი­ან.

გი­ორ­გი ქვე­ლა­ძის და ირაკ­ლი ბო­ჭო­ი­ძის ოჯა­ხის წევ­რებს იმე­დი აქვთ, რომ ბი­ჭე­ბის ნავი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დი­ნე­ბამ წა­ი­ღო და ისი­ნი ცო­ცხლე­ბი არი­ან.

ოჯა­ხი და­კარ­გუ­ლე­ბის ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლებს და ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას, ასე­ვე თვითმხილ­ვე­ლებს თხოვ­ნით მი­მარ­თავს – თუ რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია აქვთ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თონ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მაშ­ვე­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კის სა­შუ­ა­ლე­ბით აწარ­მო­ე­ბენ ტბის ფსკე­რის წყალ­ქვე­შა მო­ნი­ტო­რინგს.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში, ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 2 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში შევიდა.

ტერიტორიისა და სიტუაციის შესწავლის შემდეგ, საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვა გადაწყდა.

26 და 21 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი, ჯან­და­რის ტბა­ზე 2 დე­კემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით 13:00 სა­ათ­ზე და­ი­კარ­გნენ.

მაშველები ჯანდარას ტბაზე დაკარგულ ორ მამაკაცს მთელი ღამე ეძებდნენhttps://bit.ly/35S2g2w

Posted by საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service on ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2019

პრაიმტაიმი

წინა პოსტი

„მინდა იცოდეთ, რა მოხდა „ქართული ოცნების“ ოფისთან რეალურად“

შემდეგი პოსტი

გიორგი გახარია - სახელმწიფო სამოქალაქო დაპირისპირებას არ დაუშვებს