მთავარი»პოლიტიკა»ვერ დავაფასებ მას, ვინც მეტყვის დავთმო შოტლანდია – მედლინ მუნი რასმუსენის ინიციატივაზე

ვერ დავაფასებ მას, ვინც მეტყვის დავთმო შოტლანდია – მედლინ მუნი რასმუსენის ინიციატივაზე

13
Shares
Pinterest Google+

“ვერ დავაფასებდი, ვინმე მოვიდეს ჩემს ქვეყანაში და თქვას, დათმეთ შოტლანდია,” – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მედლინ მუნმა ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის იმ წინადადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსია, გახდეს ალიანსის წევრი ისე, რომ კოლექტიური თავდაცვის მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს.

მედლინ მუნის თქმით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ყოველთვის ძალიან მკაფიოდ უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„თქვენ მიიღეთ შეთავაზება – ეს არ არის შეთავაზება ნატოსთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება. მე ნამდვილად ვერ დავაფასებდი, ვინმე მოვიდეს ჩემს ქვეყანაში და თქვას, დათმეთ შოტლანდია და ბრექსიტი წარიმართება შესანიშნავად. რას გეტყოდით მე? – უფრო მნიშვნელოვანია წინსვლა, რომ დააკმაყოფილოთ ყველა სტანდარტი და ვალდებულება, რაც საჭიროა ნატო-ს წევრობისთვის. ეს არ არის ადვილი გზა, რთულია, მაგრამ ამად ღირს“, – განაცხადა მედლინ მუნმა.

მისი თქმით, საქართველო ყოველთვის არის ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგში.

„ჩვენ თქვენ მუდმივად გვახსოვხართ, მხარს გიჭერთ და გვინდა, რომ წარმატებას მიაღწიოთ. ამიტომ, გთხოვთ, ნუ ფიქრობთ, რომ არსებობს მოკლე გზა. მიჰყევით იმას, რაც არის სწორი ქვეყნისთვის“, – დასძინა მედლინ მუნმა.

წყარო

წინა სტატია

ერთ დღეს შეწყვეტილი სიცოცხლე - 5 ცნობილი წყვილის ტრაგიკული ისტორია

შემდეგი სტატია

საით მივდივართ ხალხნო, შეურაცხყოფა თავისუფლებად ითვლება?