მთავარი»პოლიტიკა»ვაშაძე მოიკითხეთ, ნინო ბურჯანაძესთან ერთად მოსკოვში ხომ არ არის – მდინარაძე

ვაშაძე მოიკითხეთ, ნინო ბურჯანაძესთან ერთად მოსკოვში ხომ არ არის – მდინარაძე

14
გაზიარებები
Pinterest Google+

როცა ოპოზიციას მოსკოვში ნინო ბურჯანაძის ვიზიტი „გაუბაზრდა“, შეიძლება, პოლიტიკური ცეკვები დაიწყოს, ზოგი გამოეყოს, ზოგი გაემიჯნოს, ზოგმა დაგმოს, ზოგმა კი თქვას, არ იცოდით, ეს ადამიანი რუსეთში რომ დადიოდაო, –

ოპოზიცია გაერთიანდა, საერთო მიზნები დასახა და უცებ, გაუმჟღავნდა, რომ ერთ-ერთი მათგანი მოსკოვში აღმოჩნდა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს.

„მგონი, ზედმეტი კომენტარებიც არ არის საჭირო. შეფასება რომ არ გავაკეთოთ, ხალხი ყველაფერს ხედავს. ის ხალხი, ვისზეც, როგორც ჩანს, ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ. გრიგოლ ვაშაძე მოიკითხეთ, ნინო ბურჯანაძესთან ერთად ხომ არ არის? -როგორც ჩანს, გაუჭირდათ და მეზობელ ქვეყანას მიმართეს. ამ ყველაფერს ვერაფრით ახსნიან”,- განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, გაკვირვებით არავის გაკვირვებია, რომ კონკრეტული ადამიანი მოსკოვში შეხვედრებს მართავს, მაგრამ ასეთი შეხვედრა დიდი ხანია, არ გამართულა და მოსკოვში ჩუმად ვიზიტი მაინც და მაინც ახლა იმართება, მაშინ, როცა დიდი ერთობა შეკრეს, 22 პარტიამ რუსთაველის გამზირზე ექვსი ათასი ადამიანი შეაგროვა, ოც-ოცმა კაცმა წინ და უკან ირბინა.

„არ მინდა, ჟარგონი გამოვიყენო, მაგრამ გეტყვით, რომ როცა ეს ამბავი „გაუბაზრდათ“, შეიძლება, პოლიტიკური ცეკვები დაიწყონ, ზოგი გამოეყოს, ზოგი გაემიჯნოს, ზოგმა დაგმოს, ზოგმა კი თქვას, არ იცოდით, ეს ადამიანი რუსეთში რომ დადიოდაო და ვერაფერზე ვთანხმდებით ერთის გარდაო. შეიძლება, ისიც თქვან, უნდა შევიკრათ ივანიშვილის წინააღმდეგ, მაგრამ ვის წინააღმდეგ, რუსეთი ქართველი ხალხის წინააღმდეგ? ეს არის რეალობა, რომელიც ოპოზიციურმა ერთობამ შემოგვთავაზა. ყველა ვხვდებით, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან შეკრული პოლიტიკური ძალების ბრძოლა საპარლამენტო მანდატებისთვის. როგორც ჩანს, ეს მათ ყველაფრის ფასად უღირთ“,- განაცხადა მდინარაძემ.

 

წინა პოსტი

მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას დღეს შეუძლია დასაქმებას ხელი შეუწყოს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც

შემდეგი პოსტი

ზუგდიდში „ნაცმოძრაობის“ ოფისისთვის ნასროლი ყავარჯენი სავარაუდოდ, პოლიციელს მოხვდა