სამართალი

ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეს ხვალ დილით დატოვებს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულებას ხვალ, 20 თებერვალს დატოვებს.
მერაბიშვილს პატიმრობის ვადა სწორედ ამ დროს ეწურება.

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდის, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე. მერაბიშვილს ექვსი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეეფარდა.

ცნობილია, რომ მერაბიშვილი კვლავ დაბრუნდება პოლიტიკაში და განცხადებასაც გააკეთებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close