მთავარი»Slider»ვალები: “რუსთავი2” – 28 მლნ, “იმედი” – 19 მლნ, “მაესტრო” – 8 მლნ

ვალები: “რუსთავი2” – 28 მლნ, “იმედი” – 19 მლნ, “მაესტრო” – 8 მლნ

15
Shares
Pinterest Google+

ფინანსთა მინისტრმა ტელევიზიების ვალები გაასაჯაროვა: “რამდენიმე ტელევიზიას აქვს საკმაოდ მსხვილი დავალიანება, ეს არის „იმედი“ „რუსთავი 2“ და „მაესტრო“. „რუსთავს“ აქვს დაახლოებით 28 მილიონამდე, „იმედს“ 19 მილიონის ფარგლებში და „მაესტროს“ 8 მილიონზე ცოტა მეტი. ეს არის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვებული საგადასახადო დავალიანება. ზოგადად, საქართველოში ეს მანკიერი პრაქტიკა სამწუხაროდ, არსებობდა. ტელეკომპანიები იგროვებდნენ ვალს, მერე ხდებოდა ჩამოწერა. დადგა დრო, რომ ეს საკითხი გასწორდეს. არსებობენ სხვა ტელევიზიები, გაცილებით პატარები, მაგრამ იხდიან პატიოსნად. ერთ საკანონმდებლო სივრცეში ვართ და არ არის სამართლიანი. ვერავინ იტყვის, რა დააშავეს ამ ადამიანებმა, რომლებიც პატიოსნად იხდიან გადასახადებს“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

წინა სტატია

თბილისის ბიუჯეტში 6 თვის განმავლობაში სათამაშო ბიზნესიდან 35 მილიონ 481.6 ათასი ლარი შევიდა

შემდეგი სტატია

„თუ სახელმწიფო „რ2”-ის 27 მილიონის დავალიანებას მოითხოვს, მუშაობა შეუძლებელი იქნება“