მთავარი»საზოგადოება»ვალდებული ვარ პროტესტი გამოვხატო – კონსტანტინე კირვალიძე პარლამენტთან შიმშილობას იწყებს

ვალდებული ვარ პროტესტი გამოვხატო – კონსტანტინე კირვალიძე პარლამენტთან შიმშილობას იწყებს

2
გაზიარებები
Pinterest Google+

“მე და ჩემი ოჯახი, ორი მცირეწლოვანი ბავშვით, დავიწყებთ ორშაბათიდან შიმშილობას, პარლამენტთან. შიმშილით, მე ვიშიმიშილებ მხოლოდ. უბრალოდ ვაანონსებ. მოთხოვნებზე და პროტესტის მიზეზებზე, ვისაუბრებ შემდეგ და წერილობითაც, დავწერ. ამ ზომამდე მიმიყვანა ამ ქვეყნის პოსტ-საბჭოთა რეჟიმმა, რომელმაც წელში გატეხა არამარტო ჩემი ოჯახი, არამედ უამრავი ქართველი და თითქმის მთლიანად, საქართველო. არ არის ეს პათეტიკა, ყველაფერი სრული სიმართლეა და მე რამე ფორმით, ვალდებული ვარ, რომ პროტესტი მაინც გამოვთქვა. გასაგებია, რომ ამით, მხოლოდ ჩემს თავს ვაზარალებ, ჯანმრთელობის მხრივ, მაგრამ რა ვქნა, რამე პასუხი უნდა გაეცეს, ამათ არამზადობას და ამჟამად, სხვა ვერაფერს ვახერხებ. არავის არ ვთხოვ სოლიდარობას, ესეც სადღაც სხვაგან წყდება, ვის უნდა გამოუცხადონ სოლიდარობა და ვის არა. ამიტომ, არც არავის ვთხოვ, უბრალოდ ყველამ იცოდეს, რომ მხოლოდ სამართალი, შეიძლება დადიოდეს ურმით, უსამართლობას, დიდი და ძლიერი ფრთები აქვს და მალე და აუცილებლად, მიდის ყველასთან, იმათთანაც კი, ვინც მთელი ცხოვრება ემორჩილება შიშით, ან თავად ატარებს მას. დალხინებულ ცხოვრებას რომ არ გავაპროტესტებ, ეს ხომ ნათელია და დანარჩენი კონკრეტულად, შემდეგ იყოს.
მადლობა ყველას, ყურადღებისთვის” – წერს ფეისბუქზე კონსტანტინე კირვალიძე.

წინა პოსტი

რას "გვასწავლის" ბესელიას "მუშტი"...

შემდეგი პოსტი

„შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დამნაშავე პირებს. ამიტომ, ეს არის ის სიტუაცია, რაშიც ვიმყოფებით“