პოლიტიკა

„უცხოპლანეტელები შემოსევისას ყველა ერთიანდება“ – გიგა ბოკერია ნინო ბურჯანაძეზე

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტი გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს, რადგან ეს აქამდეც არერთხელ მომხდარა. რაც შეეხება ოპოზიციურ გაერთანებას, რომლის წევრი ბურჯანაძეცაა, ბოკერია განმარტავს, რომ ისინი იდეოლოგიურად ფუნდამენტალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და არც ესაა უცხო.

“ახლა აღმოაჩინეს ივანიშვილის პროპაგანდის ორგანოებმა, რომ ეგრე დადის იქ? პრობლემას ზოგადად როგორ არ ვხედავ, მაგრამ იქ შეკრებილია ხალხი, რომელსაც დიდი განსხვავება აქვს ყველაფერზე, მაგრამ თანხმდება ერთ რამეზე — თამაშის წესებზე. ზოგადად ეგრე ხდება, როცა უცხოპლანეტელები შემოგესევა იქ ყველა ერთიანდება და ეს კაცი, ივანიშვილი, უცხოპლანეტელია”, — განუცხადა მან რუსთავი 2-ს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close