მთავარი»მსოფლიო»უკრაინული მხარის ინიციატივით, პუტინსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინული მხარის ინიციატივით, პუტინსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

8
Shares
Pinterest Google+

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერმა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების და ორივე მხრიდან დაკავებულების დაბრუნების საკითხები განიხილეს.

სატელეფონო საუბრის შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ მუშაობა ამ კუთხით ექსპერტების დონეზე გაგრძელდება. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა ასევე თქვა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტმა განიხილეს ნორმანდიული ფორმატით კონტაქტების გაგრძელების შესაძლებლობა.

პრაიმტაიმი

წინა სტატია

„ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, მიმდინარეობდა პირდაპირი შტურმი პარლამენტის შენობის“ (ვიდეო)

შემდეგი სტატია

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შსს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს გამოკითხვაზე იბარებს