მთავარი»Slider»უხილავი კლავიატურა, ჭკვიანი კბილის ჯაგრისი, მომავლის ქალაქი მეცნიერებისთვის – გამოფენა CES 2020-ის სიახლეები

უხილავი კლავიატურა, ჭკვიანი კბილის ჯაგრისი, მომავლის ქალაქი მეცნიერებისთვის – გამოფენა CES 2020-ის სიახლეები

8
გაზიარებები
Pinterest Google+

ლას-ვეგასში ყოველწლიურად იმართება ტექნოლოგიური გამოფენა CES-ი, რომელზეც ელექტრონიკის მწარმოებლები ფუტურისტულ (ხანდახან გიჟურსაც კი!) მოწყობილობებს წარადგენენ. შესაძლოა, საყოველთაო ბაზარზე ისინი არც არასდროს მოხვდნენ, მაგრამ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. ასეთი უცნაური გაჯეტების ნახვა თავისთავად საინტერესოა და გვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად შეცვლის ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებას მომავალში. CES 2020-ის უჩვეულობებს შორის მოხვდა ქალაქი, რომელსაც Toyota ააშენებს და მანქანა, რომელიც კიბორჩხალას პრინციპით მოძრაობს.

ჭკვიანი კბილის ჯაგრისი

CES 2020-ზე ერთდროულად რამდენიმე ჭკვიანი კბილის ჯაგრისი გამოფინეს. Y-Brush-ის მოწყობილობა ზედგამოჭრილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც დილაობით სამსახურში ხშირად აგვიანდება, რადგან მისი დახმარებით კბილის გახეხვა 10 წამშია შესაძლებელი.

ჯაგრისი Oral-B iO კი ნეიროქსელების გამოყენებით კბილის წმენდის პროცესს აანალიზებს და მფლობელს სასარგებლო რეკომენდაციებს აძლევს. ჯაგრისი Colgate Plaqless Pro სპეციალური სენსორით არის აღჭურვილი. გაჯეტი კბილის ემალს დამოუკიდებლად აკონტროლებს და შეუძლია მფლობელს უკარნახოს, წმენდის პროცესში რომელი ადგილი გამორჩა.

უხილავი კლავიატურა

მათთვის ვისაც კლავიატურიდან ნამცეცების ამოწმენდა ან ამოვარდნილი ღილაკის შეკეთება მობეზრდა, Samsung-მა გამოსავალი უპოვა. ეს არის უხილავი კლავიატურა Selfie Type-ი. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ის თქვენ წინ მაგიდაზე დევს და ბეჭდვა დაიწყეთ. Selfie Type-ი არ მოითხოვს აღჭურვილობას, რადგანაც ღილაკის თითოეულ დაჭერაზე ტელეფონის ან პლანშეტის სელფი-კამერაა პასუხისმგებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ კლავიატურის გახსნა ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ – იქნება ეს აეროპორტი თუ კაფე, სადაც სასურველ ჩანაწერს გააკეთებთ. გარდა ამისა, გასაგები მიზეზების გამო, კლავიატურა თქვენს ზურგჩანთაში ადგილს არ იკავებს.

Nintendo Switch-ის ანალოგი, რომელსაც პერსონალური კომპიუტერის თამაშები აქვს

ჰიბრიდულ სათამაშო კონსოლ Nintendo Switch-ს ხშირად სუსტ „რკინას“ უწუნებენ, სამაგიეროდ მას ექსკლუზიური თამაშები აქვს. მოწყობილობის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ შესაძლებელია მისი პორტატული მიერთება ტელევიზორთან. ამ უნიკალური შესაძლებლობის გამო Switch-ის გამოყენება შესაძლებელია როგორც სახლში, ისე მოგზაურობისას.

კომპანია Alienware-მა შექმნა ანალოგიური მოწყობილობა, რომელსაც Concept UFO უწოდა. მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ Windows 10-ზე მუშაობს და მასზე შესაძლებელია პორტატული კომპიუტერის თამაშების სრულად ჩატვირთვა. ჟურნალისტების შეფასებით, Concept UFO-ზე ჩატვირთული მულტიპლატფორმული თამაშები Nintendo Switch-ისას ნამდვილად ჯობს. Concept UFO-ს სრულად წარმოების გეგმები Alienware-ს ჯერ არ შეუმუშავებია. ამავდროულად, ჟურნალისტების შეფასებით, მოწყობილობას სრულფასოვანი მუშაობა უკვე შეუძლია.

რეალისტური ციფრული ავატარები

ვისაც გახსოვთ მემი „ინტერნეტში არავინ იცის, რომ შენ ძაღლი ხარ“, Samsung Neon-ის ტექნოლოგიით კიდევ უფრო რეალური გახდა. კომპანიამ დაამუშავა რეალისტური , რომლებიც ზუსტად ისე მოძრაობენ და ლაპარაკობენ, როგორც ადამიანები (მათი ვიზუალი კომპიუტერით გენერირდება). ისინი ასრულებენ ისეთ უმარტივეს დავალებებს, როგორიც არის ონლაინ დიალოგები. ავატარებს ხელოვნური ინტელექტი მართავს, ამიტომ მათთან გასაუბრება შესაძლებელია. მეტიც, ავატარებს როგორღაც (არც იკითხოთ როგორ) შეუძლიათ დაღლა და დასასველებლად წასვლაც კი.

ელექტრომობილი – კიბორჩხალა

Mercedes-Benz-მა წარადგინა ფუტურისტული ავტომობილი VISION AVTR-ი, რომლის შთაგონების წყარო ჯეიმს კემერონის ფილმი „ავატარი“ გახდა. თავისი დიზაინის გამო მანქანას „სიმბიოტიკურს“ უწოდებენ. გარეგნული იერსახით ის მოგაგონებთ მცენარეს პანდორას პლანეტიდან, სადაც მოვლენები ფილმის მსგავსად ვითარდება. VISION AVTR-ს შეუძლია გვერდულად, 30°-იანი კუთხით იაროს. ამ დროს ის კიბორჩხალას ძალიან ჰგავს.

მომავლის ქალაქი მეცნიერებისთვის

ასეთი ფუტურისტული ავტომობილით გამგზავრება, რა თქმა უნდა, მხოლოდ მომავლის ქალაქ Woven City-ში შეიძლება, რომლის აშენებასაც Toyota ტოკიოდან 90 კილომეტრის დაშორებით გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებმა CES 2020-ზე ისაუბრეს.

ჩანაფიქრის მიხედვით, Woven City-ი იქნება ქალაქი-ლაბორატორია, სადაც ახალი ტექნოლოგიების გამომცდელი მეცნიერები იცხოვრებენ. მისი ეკოსისტემა წყალბადის საწვავის ელემენტებს დაეფუძნება. სახლებს ხისგან ააშენებენ, სახურავზე კი ენერგიის გამომმუშავებელი ფოტოელექტრული პანელები განთავსდება. Woven City-ს ქუჩები საფეხმავლო და სატრანსპორტო ზონებად დაიყოფა.

როგორც გამოფენაზე წარადგინეს, Woven City-ში აშენდება რესტორნები, სადაც მომხმარებლებს მიმტანებად კატა-რობოტები მომემსახურებიან, კერძებს კი რობოტი-მზარეული Samsung Bot Chef-ი მოამზადებს.

მრგვალი ტელეფონი და მოქნილი ეკრანის მქონე ლეპტოპი

ტექნიკის მწარმოებლები ექსპერიმენტებს განგრძობენ. ამჯერად Lenovo-მ მოქნილი ეკრანის მქონე ნოუთბუქი წარადგინა და ეს ყველაფერი არ არის. СES 2020-ზე Android-ის ბაზაზე შექმნილი მრგვალი ტელეფონიც წარადგინეს. ის ძალიან ჰგავს მაღვიძარას. 2020 ან 2021 წელს კი ოფიციალურად გაიყიდება. იდეის ავტორთა განმარტებით, ტელეფონის ფორმა იმით არის განპირობებული, რომ მრგვალი მობილურის ჩადება ჯიბეში უფრო მოსახრეხებელია, ვიდრე მართკუთხედის.

ელექტრონული როიალი

ტელეფონი ღილაკის გარეშე და როიალი, რომელსაც სიმები არ აქვს. ამ უკანასკნელის კონცეფცია Roland-მა შეიმუშავა. მოწყობილობის ზედა ნაწილში ჩამალულია დინამიკები და რეზონატორები, რომლებიც ბუნებრივ ხმებზე არიან პასუხისმგებელი (მათ შორის არის ჩაქუჩის ხმის იმიტაცია). როიალში ასევე ჩამონტაჟებულია ეკრანი და ხმოვანი დამხმარე Alexa. გარდა ამისა, მოწყობილობაში ჩატვირთულია მუსიკის შესაქმნელი აპლიკაციაც. ის Android-ზე მუშაობს.

წყარო

წინა პოსტი

უკრაინის პრეზიდენტმა პედოფილების რეესტრის კანონს ხელი მოაწერა - ვის ექნება სიაზე წვდომა?

შემდეგი პოსტი

"ძალიან, ძალიან ცუდი ამბავი ივანიშვილისთვის - მის მოლდაველ ტყუპისცალს ეხება"