მთავარი»მსოფლიო»უგანდელი იმამი შეცდომით კაცზე დაქორწინდა

უგანდელი იმამი შეცდომით კაცზე დაქორწინდა

7
გაზიარებები
Pinterest Google+

უგანდელი იმამი მუჰამად მუტუმბა გოგოზე, სახელად შაბულა ნაბურიკაზე დაქორწინდა, თუმცა ქორწინებიდან 2 კვირაში გაირკვა, რომ ის ბიჭია. ამის შესახებ ადგილობრივი პორტალი New Vision-ი წერს.

მუტუმბამ კაბაში გადაცმული თაღლითი გასული წლის ბოლოს მეჩეთში გაიცნო. დეკემბრის ბოლოს ისინი მუსლიმური ტრადიციების თანახმად დაქორწინდნენ. მანამდე იმამი საცოლის „დეიდას“ ეწვია და ე.წ. გამოსასყიდი მიუტანა: 2 ტომარა შაქარი, 2 თხა, ტანსაცმელი და ყურანი.

2 კვირის განმავლობაში იმამს მისი ე.წ ცოლი ინტიმურ ურთიერთობებზე უარს ეუბნებოდა და ძილის წინ ტანსაცმელსაც კი არ იხდიდა.

სიმართლე მას შემდეგ გაირკვა, რაც იმამის „ცოლი“ ქურდობაში გამოიჭირეს: ის მეზობლის სახლში შეიპარა და ტანსაცმელი, ფული და ტელევიზორი მოიპარა. დაკავების შემდეგ პოლიციამ გაარკვია, რომ ის კაცია და იმამი მოატყუა.

წინა პოსტი

წავიდნენ თუ არა დღეს ბავშვები სკოლაში და რას ამბობენ მშობლები?

შემდეგი პოსტი

სწრაფი კვების რესტორანმა პრინც ჰარის და მეგან მარკლს სამსახური შესთავაზა