მთავარი»კულტურა»წვიმა რომ წამოვა…

წვიმა რომ წამოვა…

0
Shares
Pinterest Google+

გთავაზობთ 12 წლის ანუკა ჩხაიძის ორ ნოველას – „ორი ხე“, „მერი პოპინსის ქარი“.

ანუკა ჩხაიძე 161-ე სკოლის, მეექვსე კლასელია.

 

 

ორი ხე: მივდივარ სახლში, გზაში ხეები გამწარებული ქანაობდნენ. აღმოჩნდა, რომ ისინი უბრალოდ ლაპარაკობდნენ და ერთმანეთისგან დიდი სიშორის გამო ქანაობდნენ. გავჩერდი, ზემოდან ხმებიმომესმა:
– გამარჯობა, როგორ ხარ?
– რავი აბა, უბრალოდ, მცივა და არ ვიცი, რა ვქნა…
მეც გამიკვირდა, მეგონა, რომ კუთხეში კაცები ლაპარაკობდნენ, მაგრამ მათკენ რომ გავიხედე, მათ უბრალოდ ეძინათ. ამ კაცების გარდა კი, ქუჩაში არავინ იყო. რადგან ციოდა, თბილად მეცვა. შემეცოდა ის ხე, რომელიც იყინებოდა. მოვიხსენი ქუდი, შარფი და ხეს მოვახვიე. ზემოდან კიდევ მესმის:
– ეე, გავთბი!
და ამ გამთბარმა ხემ ტოტი გამომიწოდა, მეც ჩამოვართვი ხელი და სახლისაკენ წავედი.
ახლა მე შემცივდა…

 

მერი პოპინსის ქარი: ცივა. საღამოა. მეძინება. ფანჯრის ნაპრალებში ქარის სტვენა ისმის. დავწექი, მაგრამ ამ ხმების გამო ტვინმა წუილი დაიწყო. ჩამეძინა და გავიღვიძე ბუნდოვან და გაუგებარ ადგილზე. თვალები მოვისრისე და აღმოვჩნდი ჰაერში, ქოლგებთან და პატარა კაცუნებთან ერთად. წინ კი ვიღაც ქალი მიუძღოდათ, ეს მერი პოპინსი იყო. მეც ქოლგა მეჭირა, თანაც ისე, რომ ხელს ვერ ვუშვებდი, გეგონებოდა, ძლიერი წებოთი მიმაწებესო. თუმცა, მერე მივხვდი, რომ ხელის გასაშვებად, უბრალოდ, ხელის გაშვება იყო საჭირო. გავუშვი და ძირს დაცემა ვიგრძენი… არადა, ეს დედა იყო, რომელიც დილის რვა საათზე მთელი ძალით ცდილობდა, გავეღვიძებინე, სკოლაში წასვლის დრო იყო.

* * *
ერთხელ სახურავი ჩაფიქრდა და თავის თავს ჰკითხა – წვიმა რომ წამოვა, სახლს დავიფარავ, მაგრამ ჩემს თავს რა ვუყო?!

 

წინა სტატია

ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები ადვოკატის უნარ-ჩვევებს პრაქტიკული საქმიანობით განივითარებენ

შემდეგი სტატია

ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „არქ არეას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.