მთავარი»საზოგადოება»ცოტნე გამსახურდიასთვის ფოტოს გადაღებით და გავრცელებით აღშფოთებული ვარ – ანა ჯაბაური

ცოტნე გამსახურდიასთვის ფოტოს გადაღებით და გავრცელებით აღშფოთებული ვარ – ანა ჯაბაური

7
გაზიარებები
Pinterest Google+

სოციალურ ქსელში დღეს თურქეთის კლინიკაში გადაღებული ცოტნე გამსახურდიას ფოტო გავრცელდა. ფოტო ინტერნეტმომხმარებელმა მერაბ ამილახვარმა გაავრცელა და სტატუსიც დაურთო:
„ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა კვლავ მძიმეა. დედას, ქალბატონ მანანა არჩვაძე გამსახურდიას ასეთ მდგომარეობაში შვილის გვრდით ყოფნას კვლავ არ აცლიან“.

ცოტნე გამსახურდიას უფლებადამცველი ჯაბა ჯკვარაცხელია „ფორტუნასთან“ საუბარში ვარაუდობს, რომ მერაბ ამილახვარი ფეიქექაუნთია, რადგან ისეთ ფოტოებს და ინფორმაციას დებს, რაც მხოლოდ ქალბატონ მანანას შეიძლება სცოდნოდა.

უფლებადამცველმა „ფორტუნას“ ანა ჯაბაურის განცხადება გადმოგვცა.

„აღშფოთებული ვარ, პალატაში ცოტნე გამსახურდიას ფოტოს არამართლზომიერი დანიშნულებით გადაღებისა და საჯაროდ უპასუხისმგებლო გავრცელების გამო.
მოგმართავთ თხოვნით:
ნუ წაახალისებთ ადამიანების უფლებების ხელყოფას. სანამ ცოტნე თავად არ გადაწყვეტს ამგვარი ფოტოს გავრცელებას. მანამდე მიზანშეწონილი არ არის პაციენტის პერსონალური მონაცემის მქონე ამგვარი გამოსახულების საჯაროდ გავრცელებას.
უმორჩილესად გთხოვთ, პატივი ვცეთ ცოტნეს პერსონალურ სივრცეს“, – ვკითხულობთ ანა ჯაბაურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, ვერაზე, მისსავე საცხოვრებელ სახლთან ახლოს დაჭრეს. მას მჭრელი საგნით ჭრილობები გულმკერდსა და თავში ჰქონდა მიყენებული. დაჭრიდან რამდენიმე წუთში მან გონება დაკარგა და სასწრაფოს თვითმხილველებმა გამოუძახეს, რის შემდეგაც გამსახურდიას რამდენიმე რთული ოპერაცია ჩაუტარდა, მათ შორის, ნეიროქირურგიულიც. საბოლოოდ გადაწყდა, რომ მისი მკურნალობა თურქეთის ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში გაგრძელდებოდა.

წყარო

წინა პოსტი

“საქართველოს ჩრდილოვანმა ბოსმა ვაშინგტონში ახალი ლობისტი დაიქირავა” – Bloomberg

შემდეგი პოსტი

ვინ გაავრცელა ცოტნე გამსახურდიას პალატაში გადაღებული ფოტო და რას ამბობს „პრაიმტაიმთან“ ჯაბაურის ადვოკატი? (ვიდეო)