მთავარი»პოლიტიკა»ცნობილია, რატომ დაიბარეს სუს-ში მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატი

ცნობილია, რატომ დაიბარეს სუს-ში მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატი

8
Shares
Pinterest Google+

 

დეპუტატი ბიძინა გეგიძე სუსში დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია გეგიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„პრაიმტაიმმა“ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაამოწმა, სადაც განგვიმარტეს:

„ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს     გამოძიება, რომლის  ფარგლებში ბიძინა გეგიძე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულია ანტიკორუფციულ სააგენტოში 2019 წლის 19 აგვისტოს 11 საათზე.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ბიძინა გეგიძეს უწყება თავდაპირველად გაეგზავნა და ჩაბარდა 3 მაისს თუმცა მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა, მეორედ მას უწყება 17 აგვისტოს ჩაბარდა.

აღნიშნული გამოძიება მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება“.

პრაიმტაიმი

წინა სტატია

შავი ზღვის სანაპიროზე 4 ბალიანი შტორმია

შემდეგი სტატია

„არც მე და არც გედი ამ ჭორებს არ ვადასტურებთ“