მთავარი»საზოგადოება»ცნობილი ფრანგი არქიტექტორი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ნამუშევრებმა აღაფრთოვანა

ცნობილი ფრანგი არქიტექტორი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ნამუშევრებმა აღაფრთოვანა

3
Shares
Pinterest Google+

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტს სტუმრობს მსოფლიოში ცნობილი ფრანგი არქიტექტორი და ფოტოგრაფი ფერენტე ფერენტი.
ამ ვიზიტის შესახებ გვესაუბრება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ხაბეიშვილი:
_ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუმარი ფრანგი არქიტექტორი და ფოტოგრაფი ფერენტე ფერენტის ძალიან ცნობილი ხელოვანია. მის შემოქმედებას ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ,  მრავალი წელია თვალ-ყურს ვადევნებთ მასტერკლასებს, რომელსაც ის მსოფლიოს მასშტაბით ატარებს.
ფერენტე ფერენტი შეხვდა უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის, ასევე არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებს, ჩაატარა რამდენიმე ლექცია, ასევე დაათვალიერა ჩვენი სტუდენტების ნამუშევრები. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მათი შემოქმედებითი პოტენციალით მოიხიბლა, დასახა შემდგომი თანამშრომლობის გზები. მას სურს რომ საქართველოში განახორცილოს შემოქმედებითი პროექტები, რომელშიც ჩართულები იქნებიან ჩვენი სტუდენტები.

_ ეს ითვალისწინებს თუ არა სტუ-ის სტუდენტების პროცესში აქტიურ ჩართვას?

_ რა თქმა უნდა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარ სამწუხარო ფაქტს, ჩვენი სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა მივუძღვენით. ბატონ ფერენტე ფენტის დავათვალიერებინეთ გამოფენის მასალები, რაც ძალიან მოეწონა და მოითხოვა სტუდენტებთან შეხვედრა, გაესაუბრა მათ, თავისი გამოცდილება გაუზიარა და შესთავაზა გარკვეულ პროექტებში ჩაერთვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფერენტე ფერენტი ჩვენს სტუდენტებთან ერთად ერთობლივ პროექტების გააკეთებს. არის საუბარი იმაზე რომ სტუდენტებს თავისთან მიიწვევს, როგორც გაცვლითი პრაქტიკა. ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა, სტუდენტები გამოცდილებას შეიძენენ და ამავე დროს საერთაშორისო ურთიერთობების გაღმრავებისკენ გადადგამენ  ნაბიჯს.

მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის სკოლა არის წამყვანი სკოლა, რასაც ჩვენი წარსული, ჩვენი დღევანდელობა, ჩვენი პრეზენტაციები, გამოხმაურებები  ადასტურებს. ჩვენი სტუდენტები მოთხოვნადია დასაქმების ბაზარზე, თითქმის ყველა სტუდენტი თავისი სპეციალობითაა დასაქმებული. ჩვენც, თავად პროგრამის განხორციელებაში დაკავებული პირები, პრაქტიკოს-არქიტექტორებს წარმოვადგენთ. ძნელად თუ გავიხსენებ ისეთ დროს, როცა კომპანიებს თხოვნით არ მოემართოს ჩვენი სტუდენტების დასასაქმებლად.  ჩვენი სკოლა განსაკუთრებული პროგრამით ხელმძღვანელობს, რომელშიც საინჟინრო ნაწილი გაძლიერებულად ისწავლება და ამავე დროს შემოქმედებით ნაწილზეა ორიენტირებული, ეს თავის ასახვას პოულობს და ჩვენი სტუდენტები დასაქმების ბაზარზე კონკურეტუნარიანები არიან.

დღეს, როცა 150 სტუდენტზე გვაქვს გამოცხადება 500-მა აბიტურიენტმა შემოხაზა არქიტექტურის ფაკულტეტი, აქედან 300-მა პირველ ადგილზე დაასახელა და სხვებმა მეორეზე.

_ ეს ძალიან კარგი შედეგია.

_ კი, კარგი შედეგია. ჩვენს წრეში ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი ყველაზე ძლიერ სკოლად ითვლება. მიხარია რომ კონკურტეტუნარიან გარემოში ჩვენ ვართ წამყვანი სკოლა, ძალიან მოქმნილი პროგრამით.

როცა ჩვენი სტუდენტები „ერასმუსის“ გაცვლით პროგრამებში იღებენ მონაწილეობას  ყოველთვის დაჯილდოებული და მადლობის სიგელებით ჩამოდიან. საერთაშორისო გამოფენა არ ყოფილა საიდანაც ჩვენს სტუდენტს პირველი და მეორე ადგილი არ წამოეღო.

წინა სტატია

NDI - საქართველოში ყველაზე პოპულარული 5 არაქართული ტელეარხიდან 4 რუსულია

შემდეგი სტატია

უკრაინის პრეზიდენტმა რადა დაითხოვა

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.